დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სუბარი: C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატის გაიაფების იმედი აქვს
ავტორი:
2013/სექტემბერი/13 15:03:02
”C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატის ფასი მოსახლეობისთვის დაახლოებით ორი მესამედით დაიკლებს და 100 აშშ დოლარს ჩამოსცდება,”- ამის შესახებ სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა. როგორც სუბარი ამბობს, მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტების შესახებ ტენდერის გამოცხადება იგეგმება, რომლის თანახმად ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ვალდებულებას იღებენ, რომ C ჰეპატიტით დაავადებულ ადამიანებს, რომელთა რაოდენობა 10 000-ს შეადგენს, მედიკამენტები იგივე ფასად მიყიდონ, რა ფასადაც პატიმრებისთვის არის განკუთვნილი. სუბარის თქმით, ამ საკითხზე საბოლოო პასუხი დაახლოებით 20 დღეში გახდება ცნობილი. „ამჟამად ერთი წამალი, ერთი ინექცია 235 დოლარი ღირს, ხოლო ტენდერით გათვალისწინებული საწყისი ფასი არის 109 დოლარიდან და ქვემოთ. დიდი იმედი გვაქვს, რომ 100 დოლარს ჩამოსცდება. C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატის ფასი სამოქალაქო საზოგადოებისთვის დაახლოებით ორი მესამედით იკლებს. ეს არის მართლა გარღვევა, იმიტომ, რომ დაახლოებით 10-15 წელია C ჰეპატიტის ძალიან სწრაფი გავრცელება დაიწყო და ახლა გადავდივართ იმ ფაზაში, რომ  თუ დროზე არ მივხედეთ 1-2 წელიწადში ეს მასობრივ, ეროვნულ უბედურებად იქცევა“, - განაცხადა სუბარმა.  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ კი აღნიშნა, რომ პროექტს ახორციელებს სასჯელაღსრულების სამინისტრო, ხოლო ჯანდაცვის სამინსიტრო მას კონკრეტულ ტექნიკურ საკითხებში მხარდაჭერას უცხადებს. „ამ შემთხვევისთვის ჩვენ C ჰეპატიტის საწინააღმდეგო მედიკამენტებს შევისყიდით“, - თქვა სერგეენკომ.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1190
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია