დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილი - საქართველო არ უყურებს ნატო-ს, როგორც ტერიტორიული მთლიანობის პრობლემების გადაჭრის საშუალებას
ავტორი:
2014/ოქტომბერი/24 09:30:02
საქართვლო არ უყურებს ნატო-ს, როგორც ტერიტორიული მთლიანობის პრობლემების გადაჭრის საშუალებას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში, სასაკავას მშვიდობის ფონდში გამოსვლისას განაცხადა.
მარგველაშვილის განმარტებით, საქართველო გადაჭრის ამ პრობლემებს გაცხადებული მშვიდობიანი ფორმატით.
"ჩვენ გადავჭრით ამ პრობლემებს არა სამხედრო გზით, არამედ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საზოგადოებისა და მოსახლეობის ჩართულობით საქართველოში მიმდინარე პოზიტიურ პროცესებში", - განაცხადა მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ამის მიუხედავად, არსებობს მაგალითები, როცა ნატო-ს წევრი გახდნენ ისეთი ქვეყნები, რომლებსაც ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა ჰქონდათ,.
"ჩვენ გვაქვს ამის მაგალითები. შეგიძლიათ, აიღოთ ნატო-ს ისტორია და ნახავთ, რომ არ არის მოთხოვნა, ქვეყნებს გადაჭრილი ჰქონდეთ ტერიტორიული პრობლემა. მაგალითად ავიღოთ გერმანია: ის ითვლებოდა ერთ ერად, მაგრამ არსებობდა ორ სახელმწიდო, აქედან ერთ-ერთი ნატო-ს წევრი იყო. მე გავიზარდე საბჭოთა კავშირში, სადაც მეუბნებოდნენ, რომ ნატო არის ჩვენი ძირითადი მტერი და არ არსებობს არანაირი გზა, ვიყოთ მისი პარტნიორები, თუმცა ბოლო 25 წლის განმავლობაში ვნახე, რომ ევროპა იზრდება, ნატო იზრდება, ევროკავშირისა და ნატო-ს საზღვრები კიდევ უფრო უახლოვდება რუსეთს და რუსეთს აქვს ყველაზე მშვიდი საზღვრები ევროკავშირსა და ნატო-სთან",-აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, რუსეთს აქვს ყველაზე ინტენსიური სავაჭრო ურთიერთობები ევროკავშირისა და ნატოს სახელმწიფოებთან. რუსეთი ჩართულია ერთობლივ სამხედრო პროექტებში ევროკავშირისა და ნატო-ს წევრ სახელმწიფოებთან, რუსეთს არ აქვს არანაირი სირთულეები, თავს გრძნობდეს კარგად, როდესაც მიდიან სამოგზაუროდ, სავაჭროდ, კულტურული ურთიერთობებისთვის, თუ საცხოვრებლად ევროპაში.
"ისინი არიან ძალიან მეგობრულები ევროპელებთან და მათ ეს ურთიერთობები მოსწონთ. თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს უფრო რთულია საქართველოში. ასე რომ, როდესაც მე ვხედავ ნატო-ს და ევროკავშირის გაფართოებას, მე ასევე ვხედავ ძალიან მშვიდობიან პარტნიორობას რუსეთსა და ნატოს წევრ სახელმწიფოებს შორის. მათ ასევე აქვთ სპეციალური ფორმატი რუსეთთან ურთიერთობებისთვის, თუმცა უეცრად ეს საკითხები გახდა მწვავე, პრობლემური საქართველოს, უკრაინისა და ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ჭრილში. ეს არ არის რუსეთ-ევროკავშირისა და რუსეთ-ნატოს ურთიერთობების გამო, ეს არის გაცხადებული პრივილეგირებული ინტერესების ზონის არსებობის თეორიის გამო, რომელიც განსაზღვრავს, რომ რუსეთს აქვს სპეციალური უფლებები, ინტერესები და შესაძლებლობები თავის მეზობლებთან მიმართებაში. ეს არის მთავარი პრობლემა – მეზობლებთან დამოკიდებულების პრობლემა", - განმარტა საქართველოს პრეზიდენტმა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 905
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია