დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით უსუფაშვილი - სამთავრობო პროგრამა წინასაარჩევნო პროგრამას და მთავრობის ერთწლიან საქმიანობას ეფუძნება
ავტორი:
2013/ნოემბერი/18 21:30:03
სამთავრობო პროგრამა კოალიცია "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პროგრამასა და მთავრობის ბოლო ერთწლიან საქმიანობას ეფუძნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განუცხადა.
"მთავრობის შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ახალი მინისტრობის კანდიდატია. დანარჩენი არიან მინისტრები, გუნდი, რომელიც ერთი წელია მუშაობს პარლამენტთან და ერთმანეთთანაც შეწყობილი და შეთამაშებული ხალხია. შესაბამისად, წარმოდგენილ პროგრამაში რაიმე დიდ სიახლეებს არ უნდა ველოდოთ. ის არის ჩვენი პოლიტიკური კურსის გაგრძელება, თუმცა არის ბევრი საყურადღებო მომენტი და ასპექტი, რაზეც ხვალიდან კომიტეტებში იქნება საუბარი", – აღნიშნა უსუფაშვილმა.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა ნდობის მისაღებად პარლამენტს დღეს წარუდგინა. ბიურომ დაადგინა საპარლამენტო კომიტეტებსა და უმრავლესობა-უმცირესობაში მინისტრობის კანდიდატებთან შეხვედრების გრაფიკი, რაც ხვალ, 12:00 საათიდან დაიწყება და მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. გაიმართება რამდენიმე გაერთიანებული კომიტეტის სხდომა და ყველა კომიტეტი თავისი პროფილის მინისტრს მოუსმენს. 16:00 საათიდან მთავრობა წარსდგება უმცირესობასთან, დამოუკიდებელ მაჟორიტართა ფრაქციასთან და უმრავლესობასთან. დღის ბოლოს კი, პარლამენტის ბიუროს შემაჯამებელი სხდომა გაიმართება.
20 ნოემბერს, სავარაუდოდ 14:00 საათიდან პარლამენტი მთავრობის მოხსენებას მოისმენს და მას ნდობას გამოუცხადებს.









წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1183
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია