დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციას აშშ-დან ექვსკაციანი დელეგაცია დაესწრება
ავტორი:
2013/ნოემბერი/16 10:00:02
საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტის,  გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციას ამერიკის შეერთებული შტატებიდან ექვსკაციანი დელეგაცია დაესწრება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოში აშშ-ის საელჩოდან აცნობეს. გავრცელებული ინფორმაციით, 17 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ამერიკულ დელეგაციას აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორი რაჯივ შაჰი უხელმძღვანელებს.
დელეგაციის წევრები იქნებიან USAID-ის ადმინისტრატორის თანაშემწე ფეიჯ ალექსანდერი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში თომას მელია, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პროტოკოლის ოფიცერი ასელ რობერტსი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს უფროსი მრჩეველი ენდრიუ სვითი.
ამასთან, აშშ-ის დელეგაციის წევრთა შორის იქნება საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდიც.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1042
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია