დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მიხეილ სააკაშვილი - ვაპირებ, ამ ეტაპზე საქართველოს ყოველდღიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობისგან თავი შევიკავო
ავტორი:
2013/ნოემბერი/15 21:30:02
ვაპირებ, ამ ეტაპზე საქართველოს ყოველდღიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობისგან თავი შევიკავო, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც პრეზიდენტის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
"არ ვაპირებ მათ რაიმე ფორმით შევუშალო ხელი. გუშინ დავასრულე ბოლო კონსულტაციები ევროკავშირისა და ევროპარლამენტის ლიდერებთან ვილნიუსის სამიტის წინ. პარალელურად, განვიხილავ რამდენიმე წინადადებას წამყვანი უცხოური უნივერსიტეტიდან ჩემს სახელთან დაკავშირებული ახალი საერთაშორისო სამეცნიერო ცენტრის შექმნის თაობაზე. ვაპირებ, ამ ეტაპზე ამით დავკავდე და თავი შევიკავო საქართველოს ყოველდღიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობისგან. ამის მიუხედავად, ყოველთვის მზად ვიქნები, დავდგე ჩემი ხალხის გვერდით ნებისმიერ დროს, როცა ამის აუცილებლობას დავინახავ და ვემსახურო ჩემს სათაყვანებელ სამშობლოს - საქართველოს", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
მისივე თქმით, ახალი მთავრობა მის ყოველ ნაბიჯსა და განცხადებაზე ღელავს. "მინდა მათაც ვუთხრა, რომ ვუსურვებ წარმატებას ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში, რუსული ზეწოლის გაძლებასა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის გაგრძელებაში, რომლისთვისაც ჩვენ ამდენი ვიმუშავეთ. ჩვენი საერთო ინტერესია, რომ მოვახდინოთ ზიანის მინიმიზაცია და თავიდან ავიცილოთ ყველაზე უარესი", - აცხადებს პრეზიდენტი.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1162
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია