დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიორგი მარგველაშვილს ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
ავტორი:
2013/ნოემბერი/14 19:00:03
საქართველოს ახლად არჩეულ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
"თქვენო აღმატებულებავ, ნება მიბოძეთ, მთელი გულით მოგილოცოთ საქართველოს პრეზიდენტად არჩევა. მოხარული ვარ, რომ ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის არის მეგობრული, უპრობლემო და ისინი წარმატებით ვითარდება ეკონომიკის სფეროში", - ნათქვამია ჩეხეთის პრეზიდენტის მისალოც წერილში, რომლის თარგმანსაც "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ავრცელებს.
ამასთან, მილოშ ზემანი დარწმუნებულია, რომ ეს პოზიტიური ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება და ისინი საპრეზიდენტო პოსტებიდან, წვლილს შეიტანენ მის გაძლიერებაში. "ბატონო პრეზიდენტო, გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებას თქვენს პროფესიულ და პირად ცხოვრებაში", - აღნიშნულია წერილში.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1177
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია