დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"ნაციონალების" მტკიცებით, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სარედაქციო პოლიტიკას შს მინისტრი უშიშროების "ოდეერის" მეშვეობით მართავს
ავტორი:
2013/ნოემბერი/13 17:30:02
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მტკიცებით, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სარედაქციო პოლიტიკას შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უშიშროების "ოდეერის" მეშვეობით მართავს.
"საზოგადოებრივ მაუწყებელზე" ღარიბაშვილის ცენზურაზე და მისი მხრიდან არხზე ჩანერგილ ე.წ. "ოდეერზე" უმცირესობის წევრმა ჩიორა თაქთაქიშვილმა პარლამენტში, "მაუწყებლის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვისას ისაუბრა. კანონპროექტის თანახმად, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ახალი სამეურვეო საბჭო 1-ელ იანვრამდე დაკომპლექტდება. ასევე იცვლება მეურვეთა შერჩევის და არჩევის ვადები და პროცედურები და ის დროში შემჭიროებული ხდება.
როგორც თაქთაქიშვილმა პარლამენტში საკითხის განხილვისას განაცხადა, კრიზისი, რომელიც დღეს "საზოგადოებრივ მაუწყებელზეა" შექმნილი, "ქართულმა ოცნებამ" ხელოვნურად - ზაფხულში კანონში შეტანილი ცვლილებებით გამოიწვია. მისივე თქმით, წლევანდელი წელი არის პირველი, როცა საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებში "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ყველაზე დაბალანსებულ ტელევიზიად არ არის მოხსენიებული.
"არსებობს ზუსტი ინფორმაცია ადამიანთან დაკავშირებით, რომელიც მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, არის ე.წ. ოდეერის წარმომადგენელი, რომელიც საბჭოს თავმჯდომარე ემზარ გოგუაძეზე, ასევე საბჭოს წევრ ნინო დანელიაზე ზეწოლას ახორციელებდა და დაჟინებით ითხოვდა, გადადგომას", - განაცხადა თაქთაქიშვილმა, რომლის ინფორმაციითვე, მის მიერ ხსენებული "ოდეერი" აქტიურ ურთიერთობაშია არხის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთან.
თაქთაქიშვილი მიიჩნევს, რომ "ოდეერის" წარმომადგენელი დამოუკიდებლად არ მოქმედებდა და დაკვეთას პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, კერძოდ კი, ირაკლი ღარიბაშვილისგან იღებდა.
"მაუწყებლის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტი დღეს პირველი მოსმენით იხილავს.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1174
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია