დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით უსუფაშვილი - იუსტიციის მინისტრის პროკურატურისგან სრულად განიარაღებით პარლამენტს ზედმეტი მოუვიდა
ავტორი:
2014/დეკემბერი/03 00:30:02
პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის აზრით, იუსტიციის მინისტრს, პროკურატურასთან მიმართებაში ჩამორთმეული გარკვეული უფლებამოსილება უნდა აღუდგეს.
როგორც უსუფაშვილმა ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში განაცხადა, იუსტიციის მინისტრის პროკურატურისგან სრულად განიარაღებით პარლამენტს ზედმეტი მოუვიდა, რაზეც პასუხისმგებლობას იღებს.
"უნდა ავიღო ჩემს თავზე პასუხისმგებლობა და მოვინანიო ის, რომ მაშინდელი ცვლილებების დროს ჩვენ ზედმეტი მოგვივიდა. ზედმეტი მოგვივიდა, რომ იუსტიციის მინისტრი პრაქტიკულად სრულად განვაიარაღეთ პროკურატურის მიმართ პოლიტიკური ხემძღვანელობის განხორციელების ბერკეტებისგან. იმ კანონპროექტისთვის მხარი მაქვს დაჭერილი და ვამბობ, რომ ჩვენ მაშინ ზედმეტი მოგვივიდა. მაშინ ზედმეტად დავასუსტეთ იუსტიციის მინისტრი, ეს დაგვანახა პრაქტიკამ და ცხოვრებამ", - განაცხადა უსუფაშვილმა.
მისივე განმარტებით, პარლამენტმა უნდა იმუშაოს აღნიშნული შეცდომის გამოსასწორებლად.
"ვთვლი, რომ ჩვენ უნდა გადავხედოთ ამ სისტემას და იუსტიციის მინისტრი, რომელიც კონსტიტუციურად პასუხისმგებელია ამ უწყებაზე, უნდა იყოს აღჭურვილი სათანადო ბერკეტებით, რომ გარკვეული ხარვეზები გამოავლინოს და შეძლოს ზომების მიღება. ეს არის გასასწორებელი. ეს გააუმჯობესებს სისტემის ეფექტურობას", - აღნიშნა უსუფაშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1094
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია