დაისვენე კურორტ ახალდაბაში
"დემოკრატიული მოძრაობა" - მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი "ადვოკატთა შესახებ" ყოვლად გაუგებარია
ავტორი:
2013/ნოემბერი/13 15:00:02
"დემოკრატიული მოძრაობა" "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" თამჯდომარის ღია წერილს ეხმაურება, რომლითაც ზაზა ხატიაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა.
"დემოკრატიული მოძრაობის" განცხადებას "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.
"ყოვლად გაუგებარია მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი "ადვოკატთა შესახებ", რომლის მიხედვითაც ადვოკატი ვალდებული ხდება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს მიაწოდოს ინფორმაცია "უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარიგების თაობაზე. გვინდა შეგახსენოთ, რომ ადვოკატის პირდაპირი და ცალსახა ვალდებულებაა, დაიცვას პროფესიული საიდუმლოება და ამასთანავე, კლიენტის თანხმობის გარეშე არ გაავრცელოს საადვოკატო საქმიანობის განხორციელების პროცესში მისგან მიღებული ინფორმაცია, აღნიშნული ცვლილება, კი პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ადვოკატის ამ მთავარ ვალებულებასთან. საღ აზრს მოკლებულია ასევე, "უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" კანონპროექტში შეტანილი ცვლილება, სადაც მონიტორინგის განმახორციელებელ წრეს ადვოკატის ინსტიტუტიც დაემატა; რომელიც ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვალდებული იქნება, მოახდინოს თავისი კლიენტების ანუ გარიგების მონაწილე პირის იდენტიფიკაცია; გარიგების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა, სისტემატიზაცია და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენა.
ადვოკატი რეალურად მოკლებულია შესაძლებლობას, განახორციელოს ამგვარი მონიტორინგი. გარდა ამისა, ხდება პასუხისმგებლობის დუბლირება, რადგან მონიტორინგის განმახორციელებელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ნოტარიუსები და ა.შ. ისედაც აწვდიან ამ ინფორმაციას სახელმწიფო მონიტორინგის სამსახურს.
"დემოკრატიული მოძრაობა" ყოვლად დაუშვებელად მიიჩნევს სახელმწიფოს ჩარევას კლიენტისა და უფლებადამცველის ურთიერთობაში.
იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტები გამიზნულად ებრძვის სამოქალაქო საზოგადოებას და ადვოკატის ინსტიტუტის ჩამოშლისკენაა მიმართული.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ დაუშვებელია ადვოკატის დავალდებულება კონფიდენციალური ინფორმაციის გათქმაზე. მსოფლიოს ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში დაცულია პროფესიული საიდუმლოება. მით უმეტეს, ადვოკატისა და კლიენტის ურთიერთობა ნდობისა და კონფიდენციალურობის ქვაკუთხედზე დგას.
"დემოკრატიული მოძრაობა" მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს არ დაუჭიროს მხარი აღნიშნულ ცვლილებებს, მოუწოდებს დეპუტატებს, რომლებიც წინა ხელისუფლების პირობებში დაკავებულნი იყვნენ უფლებადაცვითი საქმიანობით, რომ არ მისცენ ხმა ადვოკატის ინსტიტუტის დისკრედიტაციას, ვინაიდან მათ ყველაზე უკეთ ესმით, როგორ მდგომარეობაში აყენებს უფლებადამცველებს ამგვარი უსამართლო კანონცვლილება", - აღნიშნულია განცხადებაში.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1043
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია