დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიორგი ერმაკოვი - ნებისმიერი სახის ძალადობას ვგმობთ და ვემიჯნებით
ავტორი:
2014/ივნისი/23 17:00:02
"ქართული ოცნების" ბათუმის მერობის კანდიდატი გიორგი ერმაკოვი ბათუმში, 21 ივნისს, "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტის ლევან ტეტემაძის ცემის ფაქტს გამოეხმაურა.
როგორც გიორგი ერმაკოვმა ბათუმში, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, "სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა თავი უნდა შეიკავონ ცილისმწამებლური და არაობიექტური განცხადებებისგან".
"21 ივნისს "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტის ლევან ტეტემაძის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით აღვნიშნავ, რომ "ქართული ოცნება", ჩვენი გუნდი სრული კატეგორიულობით მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ ასეთი გამოხტომებისაგან, ძალადობრივი ფაქტებისაგან. არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის ძალადობას, რა გამოვლინებითაც არ უნდა ხორციელდებოდეს ის. სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლებს ვთხოვთ, თავი შეიკავონ პირდაპირი დასკვნების გაკეთებისგან, სანამ სამართალდამცველი ორგანოები არ ჩაატარებენ გამოძიებას", - აღნიშნა გიორგი ერმაკოვმა.
მისივე განმარტებით, სამართალდამცავი ორგანოები ობიექტურად გამოიძიებენ აღნიშნულ ფაქტს და შესაბამისი რეაგირება მოხდება.
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ მაჭავარიანი პარტიის აქტივისტებსა და ლიდერებზე განხორციელებულ თავდასხმებს "ხელისუფლების მიერ წახალისებულს უწოდებს".
როგორც მიხეილ მაჭავარიანმა ბათუმში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პარტიის ლიდერებზე თავდასხმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის ოფისიდან 20 მეტრში, საკონსტიტუციო სასამართლოდან 25 მეტრში და პოლიციის განყოფილებიდან 30 მეტრში მოხდა, თუმცა პოლიცია ადგილზე არ მივიდა. მაჭავარიანის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს "ქართული ოცნების" ბათუმის მერობის კანდიდატის შტაბის წევრები დაესხნენ თავს ხოლო ლევან ტეტემაძის ცემის ფაქტს პოლიცია იმიტომ არ იძიებს, რომ დანაშაულის კვალი სწორედ "ქართული ოცნების" შტაბის აქტივისტებამდე მიდის.
"სამწუხაროა, რომ ხელისუფლება ახალისებს თავდასხმებს" - აღნიშნა მიხელ მაჭავარიანმა
"ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტს ლევან ტეტემაძეს ბათუმში 21 ივნისს დაესხნენ თავს. ის მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოშია მოთავსებული. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით, რაც ჯარიმას ითვალისწინებს. "ნაციონალური მოძრაობა" კი საქმის გადაკვალიფიცირებას და 117-ე მუხლით საქმის აღძრას ითხოვს, რაც გულისხმობს სხეულის გაზრახ დაზიანებას.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 994
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია