დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ახალქალაქის მაჟორიტარი თედო ჯაფარიძესა და გუგული მაღრაძეს საყვედურობს
ავტორი:
2013/ნოემბერი/13 13:30:02
ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი, უმცირესობის წევრი სამველ პეტროსიანი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს თედო ჯაფარიძეს და პარლამენტის წევრს გუგული მაღრაძეს სომხეთის პრეზიდენტის მიმართ არაკორექტული განცხადების გაკეთებაში ადანაშაულებს.
როგორც სამველ პეტროსიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ჯაფარიძემ და მაღრაძემ საკუთარი განცხადებით სცადეს, სომხეთსა და მეზობელ თურქეთს შორის ურთიერთობათა გაუმჯობესება არ დაუშვან.
"მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს, თურქეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლების მიერ, ასევე საქართველოს პარლამენტის წევრების თედო ჯაფარიძის და გუგული მაღრაძის მიერ გაკეთდა არაკორექტული განცხადება სომხეთის პრეზიდენტისადმი. მისგან მოითხოვეს ბოდიშის მოხდა იმის გამო, რომ თითქოს სომხეთის პრეზიდენტმა თავის გამოსვლებში თურქეთის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიები გამოხატა. თურქეთი და სომხეთი საქართველოსთვის მეგობარი ქვეყნებია. მიმაჩნია, რომ ჩვენი პოზიცია მიმართული უნდა იყოს სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებისკენ. დარწმუნებული ვარ, რომ სომხეთს სამართლიანობის პრინციპზე სურს, ნორმალური, თანასწორუფლებიანი ურთიერთობის დამყარება ყველა მეზობელ ქვეყანასთან - მათ შორის თურქეთთან. ბატონო თედო და ქალბატონო გუგული, თქვენი განცხადებით უფრო ღრმა ბზარს აჩენთ მეზობელ ქვეყნებს შორის ურთიერთობაში. თქვენ დღეს ცდილობთ, არ დაუშვათ ურთიერთობათა გაუმჯობესება სომხეთსა და მეზობელ ქვეყნებს შორის. თუკი გნებავთ რაღაცის თქმა სომხეთსა და მეზობელი ქვეყნის ურთიერთობების შესახებ, რომელთანაც სომხეთს დიპლომატიური კავშირი არა აქვს, მაშინ ისაუბრეთ მათ ურთიერთობათა გაუმჯობესებაზე და არა გაუარესებაზე. მიმაჩნია, სწორად აღიქვამთ ჩემს ნათქვამს და მიიღებთ ზომებს შეცდომის გამოსასწორებლად", - განაცხადა სესიაზე პეტროსიანმა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1206
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია