დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ევროპის მსგავსი ტოლერანტობისთვის საქართველოს ფსიქოლოგიურად ჯერ მზად არ არის
ავტორი:
2013/დეკემბერი/02 17:00:02
ევროკავშირი რაიმე სახის პოლიტიკური ახირება არ არის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ტელეკომპანია ღთ-სთან ინტერვიუში აცხადებს.
მისი თქმით, საქართველოს საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტები იგივე რჩება და მისწრაფებას ევროპულ და ევროატლანიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა.
"ჩვენი მოსახლეობის 70% მხარს უჭერს საქართველოს გაერთიანებას ევროკავშირსა და ნატო-ში. ევროკავშირი არ არის რაიმე სახის პოლიტიკური ახირება. თუკი ჩვენ გადავხედავთ საქართველოს ისტორიას, დავინახავთ, რომ ჩვენი წინაპრები და ჩვენი ქვეყანა ყოველთვის ილტვოდნენ ევროპისკენ და ევროპული ცივილიზაციისკენ. ასე რომ, ჩვენ ვაგრძელებთ იმ საქმეს, რაც ჩვენმა წინაპრებმა წამოიწყეს. ჩვენ დიდად გვიზიდავს ევროპული ღირებულებები. რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ ასპექტებს, ევროკავშირი უამრავ უპირატესობას გულისხმობს. ევროპული ბაზარი გახსნილი იქნება ქართული პროდუქციისთვის. ვფიქრობ, საამაყო იქნება, როდესაც ევროპულ ბაზარზე დავინახავთ ეტიკეტს წარწერით Made in Georgia რაც შეეხება პოლიტიკურ ასპექტებს, ჩვენ ვსაუბრობთ უსაფრთხოებაზე, დაცულობაზე და მობილურობაზე. ყველაფერი ეს გავლენას იქონიებს საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობაზე. საქართველოს არ გააჩნია უკეთესი არჩევანი. ევროპა ერთადერთი სწორი გზაა. ევროპაზე უკეთესი არაფერია. ევროპა და ევროპული კულტურა ჩვენი ისტორიული არჩევანია. ევროპაში უფრო მეტი უსაფრთხოება და სარგებელია, ამიტომაც მივისწრაფით ევროპისკენ", - აცხადებს ღარიბაშვილი.
ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა საქართველო ფსიქოლოგიურად მზად ევროპული ღირებულებების გაზიარებისა და იმისთვის, რომ ევროპის მსგავსად, იყოს ტოლერანტული, გასული წლის ჰომოფობიური პროტესტის გათვალისწინებით, ირაკლი ღარიბაშვილი პასუხობს, რომ საქართველო ჯერ მზად არ არის.
"არ მითქვამს, რომ დღეს მზად ვართ. ჩვენი განვითარება თანდათან უნდა მოხდეს. ჯერ მზად არ ვართ და ევროკავშირმა ეს ძალიან კარგად იცის. უამრავი გამოცდა უნდა გავიაროთ. თუკი სტუდენტი საშინაო დავალებას არ ასრულებს, ის გამოცდაზე ჩაიჭრება. ჩვენი პოზიცია ნატო-სთან დაკავშირებით ასევე უცვლელია. საქართველო მიისწრაფის ნატო-ს წევრობისკენ", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1015
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია