დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით სერგეენკო ვახტანგ ყოლბაიას და აფხაზეთის მთავრობის წევრებს შეხვდა
ავტორი:
2013/ნოემბერი/12 21:00:03
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ვახტანგ ყოლბაიასა და აფხაზეთის მთავრობის წევრებს შეხვდა.
შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა და ის კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ დავით სერგეენკოს აფხაზეთის მთავრობის ახალი შემადგენლობა გააცნო.
შეხვედრაზე დევნილთა მიმართულებით ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პროგრამებზე და აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობისთვის გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების სერვისებზე იმსჯელეს.
საუბარი ასევე შეეხო საყოველთაო დაზღვევის პროგრამებს, პენსიების ზრდასა და გადაუდებელი სამედიცინო სერვისებისთვის გაზრდილი რეფერალური პროგრამის საკითხებს.
აღინიშნა, რომ გალის რაიონის სამედიცინო ცენტრს დამატებითი რეანიმობილები და შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობა გადაეცა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1243
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია