დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
არჩილ თალაკვაძე - ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს გადმოეცეს
ავტორი:
2018/მარტი/09 12:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAANOEM/talakvadze_d595d.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/482133-archil-thalakvadze-khelisufleba-yvelafers-akethebs-imisthvis-rom-archil-tatunashvilis-ckhedari-ojakhs-gadmoeces.html", "headline": "არჩილ თალაკვაძე - ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს გადმო...", "datePublished": "2018-03-09 08:38:50", "dateModified": "2018-03-09 08:38:50", "description": "პირველ რიგში, საჭიროა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი უმოკლედ დროში ოჯახს გადმოეცეს,– ამის შესახებ საპარლ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAANOEM/talakvadze_d595d.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პირველ რიგში, საჭიროა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი უმოკლედ დროში ოჯახს გადმოეცეს,– ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

რაც შეეხება რეზოლუციას, თალაკვაძის ინფორმაციით, მიმდინარეობს სამუშო პროცესი და კონსულტაციები გუნდის შიგნით და საბოლოო ტექსტის შემუშავებას მცირე დრო დასჭირდება.

თალაკვაძემ ამ კონტექსტში დამატებითი ინფორმაციის დაკონკრეტებისგან დღეს თავი შეიკავა.

„ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს გადმოეცეს და მოგვეცეს შესაძლებლობა ჩვენი თანამემამულე ღირსეულად მივაბაროთ მიწას. ამ მომენტისთვის ამასთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია არ გვაქვს, თუმცა ყველაფერი კეთდება ამ მიზნის მისაღწევად. ხელოვნურად იქმნება ბარიერი ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით, რაც საერთაშორისო სამართლის პრინციპებს ეწინააღმდეგება“, - აღნიშნა თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე განცხადებით, მომხდარზე აუცილებელია გამოძიების ჩატარება, მათ შორის საერთაშორისო მხარეების მონაწილეობით.

თემა: არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა ცხინვალში ნუკრი ქანთარია - ყველაფერი გაგვიგია - მიცვალებულის გამოსყიდვაც, მოპარვაც, მაგრამ ბავშვების აქციაზე გამოყვანა და ძახილი, რომ მიცვალებული ჭირისუფალს არ გადასცეთ, არ მსმენია
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 608
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია