დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სოჭში საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის გამგზავრებაზე გადაწყვეტილება ოლიმპიადამდე ახლო პერიოდში იქნება მიღებული
ავტორი:
2013/ნოემბერი/12 12:00:02
სოჭის ოლიმპიადაზე საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის გამგაზვრებაზე გადაწყვეტილება ოლიმპიადამდე ახლო პერიოდში იქნება მიღებული , - ამის შესახებ ჟურნალისტებს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა განუცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, სოჭის ოლიმპიადაზე მარგველაშვილის წასვლასთან დაკავშირებით მისი მონაწილეობით კონსულტაციები არ ყოფილა.
"მაგრამ ადრე, როცა კონსულტაციები იყო, მიგვეღო თუ არა მონაწილეობა სოჭის ოლიმპიადაში, ერთ-ერთი საკითხი იყო, რამდენად შეიძლებოდა ოლიმპიადაში მონაწილეობა მიეღო საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას. მაშინ ითქვა, რომ ეს არის მომავლის საქმე და სოჭის ოლიმპიადისთვის ახლო პერიოდში იქნება მიღებული გადაწყვეტილება, იმისდა მიხედვით, რა მდგომარეობა იქნება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებიდან გამომდინარე", - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.
საქართველოს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე განიხილება სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველ სპორტსმენთა მხარდასაჭერად თავად მისი ჩასვლის საკითხი. ამის შესახებ მარგველაშვილმა რუსეთის პირველი არხის პროგრამა Воскресное Время-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1242
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია