დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებაზე დავით ზალკალიანი მოაწერს ხელს
ავტორი:
2013/ნოემბერი/11 15:00:03
ვილნიუსის სამიტზე ქართული მხრიდან ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი მოახდენს.
როგორც დღეს ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე ფანჯიკიძემ განაცხადა, სწორედ დავით ზალკალიანია მთავარი მომლაპარაკებელი ევროკავშირთან ხელშეკრულებაზე.
"ეს ტექტი 1000 გვერდიანია და თითოულ გვერდზე უნდა მოხდეს ხელმოწერა, ეს იქნება 3-საათიანი პროცედურა, რომელსაც შესარულებს დავით ზალკალიანი. მისი წამოსვლა გარკვეულია. ხოლო ვინ იქნება დანარჩენი ოთხი, აქ ბევრი ხალხია ვინც ხელშეკრულების ამ დონეზე მიყვანაში მონაწილეობენ. ჩვენ ვეცდებით რომ ისინი იყვნენ წარმოდგენილები. ასოცირების ხელშეკრულება უზარმაზარი დოკუმენტია, მე არ მგონია ექსპერტების და უშუალოდ ჩართული ხალხის გადა ეს დოკუმენტი ვინმემ წაიკითხოს, ამიტომაც ჩვენ ევროკავშირთან შევიმუშავეთ გეგმა, რომ მისი შემოკლებული ვარიანტი შემუშავდეს და არსებობდეს ქართულ ენაზე და ეს ფართო საზოგადოებისთვის იქნება ხელმისაწვდომი ისევე როგორც მოკლე დოკუმენტი", - აღნიშნა მინისტრმა.
ფანჯიკიძის ინფორმაციით, ვილნიუსის სამიტზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ახალად არჩეული პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იქნება.
მისივე თქმით, ქართული დელეგაციის შემადგენლობაში მასთან ერთად იქნება ასევე ალექსი პეტრიაშვილი.
ვილნიუსის სამიტი 28-29 ნოემბერს გაიმართება.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1267
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია