დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ვენეციის კომისია ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის სრული დეკრიმინალიზაციის რეკომენდაციას იძლევა
ავტორი:
2013/დეკემბერი/24 11:30:02
რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნა ადასტურებს, რომ ხელისუფლება სწორი მიმართულებით მიდის.
ვენეციის კომისია საკუთარ დასკვნაში მიესალმება რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ შემუშავებულ პროექტს, რომლის მიხედვით, იმ პირის პასუხისმგებლობა, ვინც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის პროცედურას დაარღვევს, სისხლის სამართლის სფეროდან ადმინისტრაციულ სამართალში ინაცვლებს. უფრო მეტიც, კომისია მიიჩნევს, რომ კანონი ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო შესვლაზე მეტი ლიბერალიზაციისკენ და სანქციების რეჟიმის მეტი შერბილებისკენ უნდა წავიდეს.
"უფრო მისაღები იქნებოდა, თუ სანქციები ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესების დარღვევისთვის მთლიანად დეკრიმინალიზებული იქნებოდა და ადმინისტრაციულ სამართალდადღვევათა კოდექსში გამოკლისების გარეშე შევიდოდა. ასეთი ზომა კიდევ უფრო მოქნილ მექანიზმს მოგვცემდა და ოკუპირებულ ტერიტორიებთან საქმიან პოლიტიკას წაახალისებდა", - წერს ვენეციის კომისია დასკვნაში, რომელიც 9 დეკემბერს მიიღეს.
როგორც ქეთევან ციხელაშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განმარტა, ვენეციის კომისიის ამ მოსაზრებისა და რეკომენდაციის საფუძველზე, პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტში რაიმე სხვა ცვლილებების შეტანა დაგეგმილი არ არის.
"ძალიან სასიხარულოა, რომ ვენეციის კომისიამ ჩვენს მიერ მომზადებული კანონპროექტი დადებითად შეაფასა. კომისია ამბობს, რომ ეს ხაზს უსვამს ჩვენს მშვიდობიან, მოქნილ და ადექვატურ პოლიტიკას. კომისიის მოსაზრებაა, რომ უკეთესი იქნებოდა აღნიშნული მუხლის სრული დეკრიმინალიზაცია. ჩვენ იმ მიმართულებით მივდივართ, რომ ეს სამართლებრივად უფრო ადეკვატური გახდეს და ჩვენი არგუმენტაცია ისიც გახლავთ, რომ უცხოეთის მოქალაქეებმა შესაძლო არ იცოდნენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესახებ, ამიტომ მათი პირდაპირ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით დატვირთვა, ნამდვილად არასამართლიანი და არაპროპორციულია. ამ ეტაპისათვის რაიმე სხვა ცვლილებების შეტანას მომზადებულ კანონპროექტში არ განვიხილავთ" - განუცხადა "ინტრეპრესნიუსს" ქეთევან ციხელაშვილმა.
ცნობისთვის, კანონპროექტი პარლამენტს პირველი მოსმენით მიღებული აქვს. მეორე მოსმენა გავლილია შესაბამის კომიტეტში, მაგრამ საკითხი ამის შემდგომ სესიაზე აღარ გასულა.
"ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონში და ასევე სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებების პროექტი ოკუპირებულ ტერიტორიებზე კანონდარღვევით შესვლისას სანქციების რეჟიმს არბილებს. პრაქტიკაში ეს იმას ნიშნავს, რომ ცვლილებების შედეგად, აკრძალვის პირველი დარღვევა გამოიწვევს მხოლოდ ადმინისტრაციულ სანქციას ჯარიმის სახით და მხოლოდ მეორე, ან შემდგომი დარღვევა გამოიწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. პროექტის მიხედვით, სისხლის სამართლის გამოკვეთის დროსაც დანაშაული მხოლოდ ჯარიმით ისჯება, თუ არაა ჩადენილი ჯგუფურად, ძალადობის გამოყენებით, ძალადობის მუქარით ან განმეორებით.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1092
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია