დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საგარეო საქმეთა სამინისტრო "სტელას" ეკიპაჟის წევრების შესახებ განცხადებას ავრცელებს
ავტორი:
2013/ნოემბერი/09 19:00:02
კუნძულ კარპათოსის სანაპიროსთან ჩაძირულ ხომალდ ,,სტელას" ეკიპაჟის ქართველი წევრების შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
განცხადებას "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:
"მიმდინარე წლის 2 ნოემბერს საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურმა მიიღო შეტყობინება სიერა ლეონეს დროშის ქვეშ მცურავი გემის ,,სტელას" ეკიპაჟის წევრისგან. მისი ინფორმაციით, ხსენებული გემი, დილის საათებში, რიფთან შეჯახების შედეგად ჩაიძირა კუნძულ კარპათოსის სანაპიროსთან, გემის ეკიპაჟის 5 წევრი უვნებელი გადარჩა, ხოლო გემის კაპიტანი - ლევან თებიძე დაკარგულად ითვლებოდა.
საკონსულო სამსახური დაუკავშირდა კუნძულ კარპათოსისა და კუნძულ როდოსის სანაპირო დაცვის სამსახურებს. მათ დაადასტურეს ხომალდის ჩაძირვის ფაქტი და აღნიშნეს, რომ გადარჩენილი ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ კუნძულ როდოსზე, მათ ჩაუტარდათ სამედიცინო შემოწმება და ჩამოერთვათ ჩვენება. როდოსის პირველი ინსტანციის სასამართლოს პროკურორის ბრძანებით არ მოხდა მეზღვაურების დაკავება. ასევე, სანაპირო დაცვის სამსახურის ინფორმაციით მიმდინარეობდა ეკიპაჟის ერთი წევრის, გემის კაპიტნის, სამძებრო სამუშაოები.
ეკიპაჟის წევრების თხოვნის საფუძველზე, საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახური დაუკავშირდა ასევე, ხსენებული პირების ოჯახის წევრებს და მიაწოდა ინფორმაცია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
ასევე, შედგა კონტაქტი გემ ,,სტელას" მფლობელი კომპანიის BALMORAL SERVISES CO წარმომადგენელთან ქ.ათენში ღეორღიოს კესანიდისთან, რომლის წარმომადგენელმაც მოინახულა ეკიპაჟის წევრები.
საკონსულოს აქტიური ძალისხმევის შედეგად გემთმფლობელმა კომპანიამ სრულად აანაზღაურა ტრანსპორტირების ხარჯები. გემ ,,სტელას" გადარჩენილი საქართველოს მოქალაქე ეკიპაჟის წევრები გამოემგზავრენ საქართველოში მიმდინარე წლის 7 ნოემბერს, ეგეოსის ავიახაზებით", - აღნიშნულია განცხადებაში.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1088
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია