დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რომან გოცირიძე - მთავრობა ამბობს, რომ დაიცავს ნებისმიერ ჯგუფს ძალადობისგან, ეს არის ცინიკური განცხადება
ავტორი:
2018/მაისი/17 13:00:01
../photo/2015_02/0-00-1AAIVL/gociridze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/493622-roman-gociridze-mthavroba-ambobs-rom-daicavs-nebismier-jgufs-dzaladobisgan-es-aris-cinikuri-ganckhadeba.html", "headline": "რომან გოცირიძე - მთავრობა ამბობს, რომ დაიცავს ნებისმიერ ჯგუფს ძალადობისგან, ეს არის ცინიკური განცხად...", "datePublished": "2018-05-17 09:08:01", "dateModified": "2018-05-17 09:08:01", "description": "მთავრობა არის დამნაშავე იმაში, რომ ის ვერ იცავს კონსტიტუციას. არ აძევს ადამიანებს კონსტიტუციით მინი...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAIVL/gociridze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } მთავრობა არის დამნაშავე იმაში, რომ ის ვერ იცავს კონსტიტუციას. არ აძევს ადამიანებს კონსტიტუციით მინიჭებული უფლების გამოყენების საშუალებას, როგორიც არის გამოხატვის და შეკრების თავისუფლება. რომ ამბობს, რომ დაიცავს ნებისმიერ ჯგუფს ძალადობისგან, ეს არის ცინიკური განცხადება და დაცინვა, – განაცხადა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ.

როგორც გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ის, რომ პოლიციის კორდნით იქნება მოძალადების მხრიდან დაცული მეორე მხარე, ეს არაფერს ნიშნავს.

„მოძალადეები და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. უნდა იყვნენ ციხეში და არა კორდინს მიღმა. დაშორიშორება კი არ არის ხელისუფლების ამოცანა, ხელისუფლების ამოცანა არის კონსტიტუციით მინიჭებული ადამიანის უფლების დაცვა. ხელისუფლებამ შექმნა ზონდერ ჯგუფები, აგრესიული ჯგუფები. მხოლოდ ხელისუფლებას აქვს ძალის გამოყენების უფლება, როდესაც ამ უფლებას ვერ იყენებს, ამას იყენებს ბრბო და და აგრესიული ადამიანები და სწორედ აგრესიული ადამიანების ზემოქმედების შედეგად ვერ გამოდიან სხვა სახის აქტივისტები ქუჩაში. ამას მიაღწია დღეს ხელისუფლებამ. ამ პროცესებში პირდაპირ ბრალი მიუძღვის მთავრობას“, –განაცხადა რომან გოცირიძემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 463
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია