დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩემსა და არჩილ კბილაშვილს შორის არავითარი უთანხმოება არ არსებობს
ავტორი:
2013/ნოემბერი/08 13:30:03
მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი და მომავალი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც კბილაშვილმა გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს საგურამოში განუცხადა, მოქმედ მთავარ პროკურორთან არანაირი უთანხმოება არ აქვს.
"ჩემსა და არჩილს შორის არავითარი უთანხმოება არ არსებობს", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მთავარმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მასსა და მომავალ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის უთანხმოება არ არსებობს.
მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილთან მას ღირსეული და კოლეგიალური ურთიერთობა ჰქონდა.
"მინდა გავაკეთო განცხადება საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ, რატომ მივდივარ წინდაწინ, მინდა ვთქვა, რომ არავითარი უთანხმოება ჩემსა და მომავალ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის არ არსებობს. ჩვენ ერთმანეთის გვერდით მოგვიწია მუშაობა 1 წლის განმავლობაში. ღირსეული და კოლეგიური ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. არაერთი დღე და ღამე გაგვიტარებია ერთად დანაშაულთან ბრძოლისთვისთვის. ირაკლი ღირსებითა და წესიერებით სავსე ადამიანია. ჩვენ გვაქვს განსხვავებული შეხედულებები პრიორიტეტებთან და სამართალდაცვით სფეროში გასატარებელ რეფორმებთან დაკავშირებით", - განაცხადა კბილაშვილმა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1143
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია