დაისვენე კურორტ ახალდაბაში
შტეფან ფულე - ევროკავშირს გადაწყვეტილი აქვს ვილნიუსის სამიტი რეალური შედეგების მომტანად აქციოს
ავტორი:
2013/ნოემბერი/08 11:00:03
ევროკავშირმა უმასპინძლა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შეხვედრას, რომელზეც აღმოსავლეთ პარტნიორობისა და მასთან თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილეს. ინფორმაციას ამის შესახებ ევროკავშირის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირსა და წამყვან საერთაშორისო და ევროპულ ფინანსურ ინსტიტუციებს შორის გამართული მაღალი რანგის შეხვედრის მიზანი მოახლებულ ვილნიუსის სამიტამდე აღმოსავლეთ პარტნიორიობის საკითხების განხილვა იყო.
ევროკავშირის ინფორმაციით, შეხვედრას ევროკომისარი გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, შტეფან ფულე თავმჯდომარეობდა.
"შეხვედრაზე განიხილეს აღმოსავლეთ ევროპის ექვს პარტნიორ ქვეყნასთან – სომხეთთან, აზერბაიჯანთან, ბელარუსთან, საქართველოსთან, მოლდოვასთან უკრაინასთან თანამშრომლობის გაფართოების დონე. შეხვედრის მონაწილეებს მიეცათ რეფორმების ამჟამინდელი მდგომარეობის შეფასებისა და კოორდინირების, ასევე გადაწყვეტილებების მიღების პროცესის გაუმჯობესების მნიშვნელოვანი შესაძლებლობა. განხილულ საკითხთა შორის იყო ენერგეტიკის, ტრანსპორტის, საშუალო და მცირე ბიზნესის დაფინანსების, მმართველობის ჰორიზონტალური საკითხები და ბიზნეს გარემოს საკითხები. ვილნიუსის სამიტის ფონზე ევროკავშირმა და ფინანსურმა ინსტიტუტებმა მოახდინეს თანამშრომლობის სფეროების იდენტიფიცირება, სადაც შესაძლებელია აღმოსავლეთ პარტნიორიობის ქვეყნებისთვის, კერძოდ, უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოსთვის მხარდაჭერის გაძლიერება", - ნათქვამია ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც შეხვედრაზე ევროკომისარმა და შეხვედრის თავმჯდომარემ შტეფან ფულემ განაცხადა, ევროკავშირს გადაწყვეტილი აქვს აქციოს ვილნიუსის სამიტი რეალური შედეგების მომტანად.
"ამისთვის ჩვენ – ევროკავშირმა და ფინანსურმა ინსტიტუტებმა – უნდა უზრუნველვყოთ ჩვენი მიდგომების კოორდინირება და ძალების გაერთიანება. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან გამართულმა დღევანდელმა შეხვედრამ აღმოსავლეთ პარტნიორიობის ქვეყნების რეფორმების განხილვის, ასევე კოორდინირების გაუმჯობესებისა და მომავალი ერთობლივი დისკუსიების ფორმულირების უდიდესი შესაძლებლობა მოგვცა", - განაცხადა შტეფან ფულემ.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1159
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია