დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ზაზა გაბუნია - ომბუდსმენის კანდიდატურა არის არა ერთი და თითოეული მათგანი ძალიან საინტერესოა
ავტორი:
2017/ნოემბერი/24 21:00:02
../photo/2015_02/0-00-1DEC-2016/gabunia_4d815.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/464841-zaza-gabunia-ombudsmenis-kandidatura-aris-ara-erthi-da-thithoeuli-mathgani-dzalian-sainteresoa.html", "headline": "ზაზა გაბუნია - ომბუდსმენის კანდიდატურა არის არა ერთი და თითოეული მათგანი ძალიან საინტერესოა ", "datePublished": "2017-11-24 17:02:11", "dateModified": "2017-11-24 17:02:11", "description": "დღევანდელ შეხვედრაზე სახალხო დამცველის კონკრეტულ კანდიდატურაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის, - ამ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1DEC-2016/gabunia_4d815.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } დღევანდელ შეხვედრაზე სახალხო დამცველის კონკრეტულ კანდიდატურაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა გაბუნიამ განუცხადა, რომელმაც სახალხო დამცველის კანდიდატურის შერჩევის მიზნით „ქართული ოცნების“ ოფისში მიმდინარე უმრავლესობის შეხვედრა ცოტა ხნის წინ დატოვა.

დეპუტატის ინფორმაციით, შეხვედრაზე არასამთავრობო სექტორის მიერ შემოთავაზებული ოთხი პირის გარდა, სხვა კანდიდატებიც დასახელდა.
„არის დასახელებული რამდენიმე გვარი, მათ შორის, არასამთავრობო სექტორის მიერ წარმოდგენილი, თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ დღევანდელ შეხვედრაზე გადაწყვეტილება კონკრეტულ პერსონასთან დაკავშირებით მიღებული არ არის. „ქართულ ოცნებას“ მიგვაჩნია, რომ ომბუდსმენის ინსტიტუტი არის ფუნდამენტური, უმნიშვნელოვანესი როლის მქონე დემოკრატიული ინსტიტუტი ქვეყანაში და სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ მისი ხელმძღვანელის კანდიდატურის შერჩევისთვის აუცილებელია კონსულტაციების გაგრძელება, სიღრმეული მსჯელობა იმისთვის, რომ შევარჩიოთ სწორი კანდიდატი“, - განაცხდაა გაბუნიამ.

მისივე თქმით, „კანდიდატურა არის არა ერთი და თითოეული მათგანი ძალიან საინტერესოა“. „არასამთავრობო სექტორის კანდიდატურებთან ერთად დასახელებული და განხილული იქნა სხვა კანდიდატურებიც, თუმცა სახელებს და გვარებს ვერ დაგისახელებთ“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
არასამთავრობო სექტორი პარლამენტს ომბუდსმენის პოსტზე ასარჩევად ანა ნაცვლიშვილის, ნინო ლომჯარიას, ზვიად ქორიძისა და ვახუშტი მენაბდის კანდიდატურებს სთავაზობს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, პირადად მისთვის საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა სახალხო დამცველის თანამდებობაზე სამოქალაქო სექტორის მიერ შემოთავაზებული ოთხი კანდიდატიდან ერთ-ერთის დასახელება, თუმცა ეს საპარლამენტო უმრავლესობის გადასაწყვეტია.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 622
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია