დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ილიას ძეგლზე განსახორციელებელ სამუშაოებზე ხვალ ღია ცის ქვეშ სამი უწყება იმსჯელებს
ავტორი:
2013/ნოემბერი/07 23:30:08
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ გურამ ოდიშარიას ინიციატივით, ილიას ძეგლზე განსახორციელებელი სამუშაოები ხვალ ღია ცის ქვეშ განიხილება . კულტურის მინისტრის მიწვევით, ადგილზე ძეგლის ინფრასტრუქტურის შესახებ სამი უწყება იმსჯელებს.
საგურამოში შეხვედრას დაესწრებიან სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარი, მინისტრის პირველი მოადგილე გიგა გიორგაძე, პრობაციის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი გიორგი არსოშვილი, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო შარაშიძე, მოადგილე შალვა ამირაჯიბი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე აკაკი ლოდია, ასევე სამინისტროების წარმომადგენლები.
ძეგლის რეაბილიტაციის დაწყებამდე, უწყებები პირველ რიგში შეთანხმდებიან მოსამზადებელი სამუშაოების, გარემოს დასუფთავების, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და სხვა განსახორციელებელი საკითხების შესახებ.
საგურამოში მდებარე ილიას ძეგლი მცხეთის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაშია. გურამ ოდიშარიას ინიციატივით ილიას ძეგლის სარეაბილიტაციო პროექტის განხორციელებაში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ჩაერთვება.
ხვალ ილია ჭავჭავაძის 176 წლისთავი აღინიშნება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1205
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია