დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
აზერბაიჯანული მედია – ილჰამ ალიევს გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციაზე დასწრების მოსაწვევი არ მიუღია
ავტორი:
2013/ნოემბერი/07 10:00:02
აზერბაიჯანის პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციაზე დასწრების მოსაწვევი არ მიუღია, - ამის შესახებ პორტალი Взгляд.az ილჰამ ალიევის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.
პრესსამსახურის განმარტებით, ცერემონიაზე აზერბაიჯანიდან ჯერ არც სხვა ოფიციალური პირები მიუწვევიათ.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ელმან აბდულაევის განცხადებით, მსგავსი ინფორმაცია უწყებაში არ შესულა.
საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაცია 17 ნოემბერს გაიმართება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცერემონიაზე დასასწრებად პარტნიორ ქვეყნებში 70-მდე მოსაწვევი გაიგზავნა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1213
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია