დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ხათუნა ლაგაზიძე - თავდაცვის სამინისტრომ სულ, მცირე ენაზე, კბილის დაჭერა ვერ მოახერხა
ავტორი:
2014/დეკემბერი/22 14:30:02
თავდაცვის სამინისტრომ, სულ მცირე, ენაზე კბილის დაჭერა ვერ მოახერხა, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ განაცხადა. მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროს უკრაინაში მებრძოლი ქართველებისთვის შეურაცხყოფა არ უნდა მიეყენებინა.
"რეალურად, დღეს საქართველოს თავდაცვის ხაზი, ისევე როგორც ევროპის, გადის უკრაინაზე. მიუხედავად ამისა, საქართველო ვერც ჯარებს გაუგზავნის უკრაინას მხარდასაჭერად და ვერც ოფიციალურ მხარდაჭერას გამოუცხადებს მოხალისედ წასულ ქართველ მებრძოლებს, რადგან ასეთ შემთხვევაში რუსეთი მოგაყენებს ჯარებს და გეტყვის, თუ ბიჭი ხარ საქართველოს ტერიტორიაზე მებრძოლეო. ამ მხრივ გასაგები იქნებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პოზიცია, რომ არა სრულიად ცარიელ და მოსწორებულ ნიადაგზე ისეთი ბომბის შექმნა, როგორიც ეს განცხადება იყო. მას მინიმუმ მოეთხოვებოდა ერთი რამ - არ მიეყენებინა შეურაცხყოფა უკრაინაში მებრძოლი ქართველებისთვის, თუმცა ეს ვერ მოახერხა. თავდაცვის სამინისტრომ ვერ მოახერხა მინიმუმ ენაზე დაეჭირა კვბილი. ამის გამო, თავდაცვის სამინისტრომ გამოიწვია ისეთი ქარიშხალი, რომელიც მთავრობას უქმნის ბომბებს", - განაცხადა ლაგაზიძემ.
თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში საქართველოს მოქალაქის ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვასთან დაკავშირებით 20 დეკემბერს განცხადება გაავრცელა, სადაც პასუხისმგებლობა უკრაინაში გარდაცვლილი ჯარისკაცის გამო წინა ხელისუფლებას დააკისრა. გუშინ კი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ საზოგადოებას ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ ტექნიკური მიზეზების გამო განცხადების ტექსტი უწყების ხელმძღვანელობასთან შეთანხმებული არ ყოფილა.
32 წლის ალექსანდრე გრიგოლაშვილი, რომელიც 2007-2008 წლებში საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა, უკრაინაში 18 დეკემბერს დაიღუპა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1080
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია