დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მაია ფანჯიკიძე UNESCO-ს გენერალურ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
ავტორი:
2013/ნოემბერი/06 18:30:03
საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე 7-8 ნოემბერს, პარიზში, გაერო-ს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) გენერალური კონფერენციის 37-ე სესიის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 7 ნოემბერს დაგეგმილია მაია ფანჯიკიძის შეხვედრა იუნესკო-ს გენერალურ დირექტორთან ირინა ბოკოვასთან, რომელზეც განხილულ იქნება საქართველოს და იუნესკო-ს შორის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და სამომავლო ერთობლივი პროექტები.
8 ნოემბერს, მაია ფანჯიკიძე სიტყვით გამოვა იუნესკო-ს გენერალური კონფერენციის პლენარულ სხდომაზე.
პარიზში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაია ფანჯიკიძის შეხვედრა საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრთან ტიერი რეპანტენთან. შეხვედრაზე განხილულ იქნება ვილნიუსის სამიტის წინა პერიოდში არსებული მდგომარეობა და სამიტის შემდგომი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების პერსპექტივები.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1255
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია