დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ტერორიზმთან დაკავშირებით კანონმდებლობა მკაცრდება
ავტორი:
2013/ნოემბერი/06 15:30:03
ტერორიზმთან დაკავშირებით კანონმდებლობა მკაცრდება. კრიმინალიზებული ხდება ტერორისტულ დანაშაულებთან დაკავშირებული ქმედებების ჩადენის მუქარა.
ამ მიმართულებით "სისხლის სამართლის კოდექსში" შესატანი ცვლილებები იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა, რომელსაც პარლამენტი უკვე განიხილავს.
კანონპროექტის თანხმად, კრიმინალიზებულია ისეთი ტეროროსტული დანაშაულების ჩადენის მუქარა, როგორიცაა: ტეორორისტული აქტი, ტექნოლოგიური ტერორიზმი; ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენება, შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება, პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმა, საერთაშორის დაცვით მოსარგებლე პირზე ან დაწესებულებაზე თავდასხმა, მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით, საჰაერო ან წყლის ხომალდის ან რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის ან სხვა საზოგადოებრივი და სატვირთო ტრანსპორტის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება ტერორისტული მიზნით.
პროექტი ტერორისტულ აქტად მიიჩნევს ადამიანზე თავდასხმასაც, რომელიც ქმნის ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის ან სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას, ჩადენილს ტერორისტული მიზნით.
კანონპროექტის მიხედვით, ტერორისტულ დანაშაულებადაა მიჩნეული: ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენება, შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება ტერორისტული მიზნით; ბირთვული, რადიოლოგიური, ქიმიური ან ბაქტერიოლოგიური (ბიოლოგიური) იარაღის ან მისი კომპონენტის, პათოგენური მიკროორგანიზმის, რადიაქტიური ან/და ადამიანის ჯანმრთელობისათვის მავნე სხვა ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება ან ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის კვლევა და განვითარება ტერორისტული მიზნით; საჰაერო ან წყლის ხომალდის ან რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის ან სხვა საზოგადოებრივი და სატვირთო ტრანსპორტის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება ტერორისტული მიზნით; ქურდობა, ძალადობა, ასევე სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის გაყალბება "ტერორიზმის" თავით გათვალისწინებული ერთ-ერთი დანაშაულის ჩადენის მიზნით.
როგორც იუსტიციის სამინისტრო განმარტავს, ტერორისტული დანაშაულების სრულად კრიმინალიზაციით სისხლის სამართლის კოდექსი საერთაშორისო სტანდარტებთან მოდის შესაბამისობაში, რაც თავის მხრივ MONEYVAL-ის რეკომენდაციას წარმოადგენს.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1045
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია