დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"საქართველოს გზა" კარლ ბილდტს მიმართავს
ავტორი:
2013/ნოემბერი/06 14:30:03
პარტია "საქართველოს გზის" თავმჯდომარე, თეიმურაზ მურვანიძე კარლ ბილდტის განცხადებას ეხმაურება. როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიის პრესსამსხურიდან აცნობეს , მურვანიძის თქმით, ევროპარლამენტის, ევროკავშირის და სხვა ევროპული სტრუქტურების წარმომადგენლებმა პატივი უნდა სცენ სახელმწიფო სუვერენიტეტს და თავი შეიკავონ სრულიად უპასუხისმგებლო და დემოკრატიის პრინციპებთან შეუთავსებელი განცხადებებისაგან.
"მინდა მოვუწოდო კარლ ბილდტს და ევროპარლამენტის, ევროკავშირის და სხვა ევროპული სტრუქტურების წარმომადგენლებს, პატივი სცენ ერთ-ერთ ძირითად ევროპულ ფასეულობას - სახელმწიფოთა სუვერენიტეტს და თავი შეიკავონ სრულიად უპასუხისმგებლო და დემოკრატიის პრინციპებთან შეუთავსებელი განცხადებებისაგან და საქართველოს საშიანო საქმეებში უხეში ჩარევისაგან. ჩვენს სახელმწიფოში არსებობს შესაბამისი ძალოვანი და საგამოძიებო სტრუქტურები, რომლებმაც მკაცრად უნდა დაიცვან კანონის უზენაესობის პრინციპი და პიროვნებების და მათი თანამდებობების მიუხედავად განახორციელონ კანონით გათვალისწინებული და აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებები, თუკი ეს საჭირო იქნება. არავის აქვს უფლება ქვეყნის შიგნით და მითუმეტეს, ქვეყნის გარეთ, რომ ჩაერიოს მათ კომპეტენციებში. საგარეო საქმეთა სამინისტროს მინდა მოვუწოდო, რომ უფრო მკვეთრი რეაგირება მოახდინოს ამ ფაქტზე, რადგან ბოლო პერიოდში ქვეყნის საშიანო საქმეებში ასეთი უხეში ჩარევის მცდელობებმა იმატა. გარკვეული ლობისტური კომპანიები ცდილობენ შეცდომაში შეიყვანონ როგორც საქართველოს, ასევე ევროპის საზოგადოება და შეაფერხონ ჩვენი საზოგადოებისათვის ძალიან მნიშვნელოვან თემებზე გამოძიების პროცესი", - აცხადებს მურვანიძე.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1285
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია