../photo/2015_02/0-00-1AAANOEM/cesko_23974.jpg
{
"@context": "http://schema.org",
"@type": "NewsArticle",
"mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/483031-zugdidis-municipalitetis-sakrebulos-shualeduri-archevnebi-13-maiss-dainishna.html",
"headline": "ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები 13 მაისს დაინიშნა",
"datePublished": "2018-03-14 16:16:48",
"dateModified": "2018-03-14 16:16:48",
"description": "ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები 2018 წლის 13 მაისს დაინიშნა, - ამის შესახებ ...",
"author": {
"@type": "Person",
"name": "Maka Chaganava"
},
"publisher": {
"@type": "Organization",
"name": "IPN",
"logo": {
"@type": "ImageObject",
"url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png",
"width": 194
}
},
"image": {
"@type": "ImageObject",
"url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAANOEM/cesko_23974.jpg",
"height": 470,
"width": 246
}
}
{
"@context":"http://schema.org",
"@type":"Organization",
"name":"IPN",
"logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png",
"url":"http://www.interpressnews.ge/ge/",
"sameAs":
[
"https://www.facebook.com/ipnge"
]
}
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები 2018 წლის 13 მაისს დაინიშნა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან აცნობეს.
ცესკო-ს ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპაიტეტში შუალედური არჩევნების ჩატარების მიზეზი საკრებულოს წევრის, თამაზ ჟორჟოლიანის გარდაცვალება გახდა.
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 11 დეკემბრის №4 რიგგარეშე სხდომის ოქმის ამონაწერის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2017 წლის 11 დეკემბრის რიგგარეშე სხდომაზე ცნობად იქნა მიღებული ინფორმაცია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის №67.27 ცაიშის თემის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან არჩეული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის თამაზ ჟორჟოლიანის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ.
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ი” ქვეპუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 154-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის №67.27 ცაიშის თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გასამართი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები დაინიშნოს 2018 წლის 13 მაისს.
მუხლი 2. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3. ეს განკარგულება ამოქმედდეს მიღებისთანავე”, - ნათქვამია განცხადებაში.
წყარო:
interpressnews.ge