დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირინა იმერლიშვილი - ირაკლი ღარიბაშვილის გადასაწყვეტია, ვის წარუდგენს პარლამენტს სამთავრობო გუნდში
ავტორი:
2013/ნოემბერი/02 17:30:02
ირაკლი ღარიბაშვილის შემცვლელის შესახებ საუბარი ჯერჯერობით არ ყოფილა, - ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მომავალმა მდივანმა ირინა იმერლიშვილმა განაცხადა.
დეპუტატის განმარტებით, შემცვლელის შერჩევის უფლებამოსილება ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს მიანიჭა, რადგან იგი ამ სისტემას ყველაზე კარგად იცნობს.
"ირაკლი ღარიბაშვილმა ითხოვა გარკვეული პერიოდი თავისი შემცვლელის წარმოსადგენად", - განაცხადა იმერლიშვილმა.
უშიშროების საბჭოს მომავალი მდივანი ირაკლი ღარიბაშვილს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მინისტრად მიიჩნევს და აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მისი წარდგენით მოხარულია.
"მას შემდეგ, რაც უფლებამოსილების განხორციელებას ოფიციალურად შეუდგება, ირაკლის გადასაწყვეტია, ვის წარუდგენს პარლამენტს სამთავრობო გუნდში. როგორც თავად აცხადებს, დიდ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ვილნიუსის სამიტისთვის გვყავდეს ახალი პრემიერ-მინისტრი, ასევე გვეყოლება ახალი პრეზიდენტი და ისინი წარმოადგენენ საქართველოს ვილნიუსში", - აღნიშნა ირინა იმერლიშვილმა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1344
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია