დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ზაქარეიშვილის უწყება შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ახალ კონცეფციაზე მუშაობს
ავტორი:
2014/მაისი/14 20:00:02
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა, შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის ფარგლებში მოქმედი უწყებათაშორისო კომისიის განათლებისა და სახელმწიფო ენის სწავლების თემატური ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
შეხვედრის თემა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის სახელმწიფო ენის სწავლების საკითხი იყო. შეხვედრაში პროგრამებში – "ვასწავლოთ ქართული, როგორც მეორე ენა" და "ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის" ჩართული პედაგოგები, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სახალხო დამცველის აპარატის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
"დღეს ვხვდებით იმ მუშაკებს, რომელთაც საქართველო მიჰყავთ ევროპისკენ – ქართული ენის მასწავლებლებს, ვინც ხელს უწყობენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ბავშვებს, რათა მათ ღირსეულად გაიარონ ინტეგრაცია. ამიტომ ჩემთვის დიდი პატივია ამ მასწავლებლების მხარდაჭერა, მათი პრობლემების მოსმენა. საბოლოო ჯამში, საქართველო მაშინ შედგება როგორც ევროპული ტიპის სახელმწიფო, როცა საქართველოს ყოველი მოქალაქე იამაყებს საქართველოს მოქალაქეობით", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
ამ დროისთვის ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ენის სწავლების ორი პროგრამა მოქმედებს - "ვასწავლოთ ქართული, როგორც მეორე ენა" და "ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის". როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში აცხადებენ, ეს პროგრამები, რომლებიც რამდენიმე წელია ფუნქციონირებს, სამინისტროს ახალ კონცეფციაშიც იქნება გაწერილი და უფრო დაიხვეწება.
"ამ ეტაპზე მოქმედებს შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კონცეფციის 2009-2014 წლების სამოქმედო გეგმა. სამოქმედო გეგმას და კონცეფციას ვადა გასდის მაისში და რა თქმა უნდა, აქტუალურია ახალი კონცეფციის და სამოქმედო გეგმის შემუშავება. ამ ეტაპზე ვმუშაობთ ახალ კონცეფციაზე და სამოქმედო გეგმაზე. ეს კონცეფცია არის ეთნიკური უმცირესობების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის ინსტრუმენტი", - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის სამოქალაქო ინტეგრაციის სამმართველოს უფროსმა თინა ღოღელიანმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 942
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია