დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პარლამენტის ახალი ლოგო დაამტკიცეს 
ავტორი:
2013/ოქტომბერი/31 01:30:27
„მე პროტესტის ნიშნად დავტოვე ბიუროს სხდომა, რადგან ვფიქრობ რომ სანამ ჯერ საკონსტიტუციო ცვლილებები არ არის შესული, ვფიქრობ, რომ ეს განხილვა უადგილოა. არ ვიცი, რამდენად კანონიერია, მაგრამ მორალის, ზნეობისა და იმ საჭიროებიდან გამომდინარე, რომელიც დგას ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქის წინაშე, გადაწყვეტილება უადგილოა“, - განაცხადა უმცირესობის წევრმა გიორგი თევდორაძემ.
დეპუტატ გიორგი გაბაშვილის განცხადებით, დღევანდელმა მთავრობამ ლოგოების დამტიცების მაგივრად ჯობია ეკონომიკურ პრობლემებზე იზრუნოს.
როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან ლოგოს დამტიცებას კავშირში არ არის.
„აქ საუბარი არ არის პარლამეტის გადატანაზე ან ადგილსამყოფელზე. ზოგადად, პარლამეტს უნდა ჰქონდეს თავისი ლოგო. ერთადერთი შენობა, რომელიც პარლამეტის საკუთრებაში და მის ბალანსზეა - ეს არის სწორედ ის შენობა, რომელიც თბილისში მდებარეობს. ეს შენობა არ არის პარლამეტის საკუთრება, არ არის მიღება-ჩაბარება, რადგან დაუსრულებელია და ყოველგვარი იურიდიულად საფუძვლის გარეშე ვიმყოფებით აქ“, - განაცხადა ვიცესპიკერმა მანანა კობახიძემ.
წყარო: info9.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1113
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია