დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გია ვოლსკი - ვენეციის კომისიას საკონსტიტუციო სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით არანაირი შენიშვნა არ გააჩნია, ამიტომ, ჩვენ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ
ავტორი:
2017/სექტემბერი/04 15:30:02
{ "@context": "http://schema.org", "@type": "Article", "author": "Maka Chaganava", "datePublished": "2017-09-04 11:20:33", "headline" : "გია ვოლსკი - ვენეციის კომისიას საკონსტიტუციო სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით არანაირი შენიშვნა არ გააჩნია, ამიტომ, ჩვენ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ", "image" : "https://photo.interpressnews.ge/img/image27/87d79eda2c90b62456245e7f90617893.jpg", "publisher" : "IPN" , "interactionCount": [ "UserTweets:0", "UserComments:0" ], "name": "გია ვოლსკი - ვენეციის კომისიას საკონსტიტუციო სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით არანაირი შენიშვნა არ გააჩნია, ამიტომ, ჩვენ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ" } { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/450390-gia-volski-veneciis-komisias-sakonstitucio-samarthlebriv-sakithkhebthan-dakavshirebith-aranairi-shenishvna-ar-gaachnia-amitom-chven-erovnuli-interesebidan-gamomdinare-unda-vimoqmedoth.html", "headline": "გია ვოლსკი - ვენეციის კომისიას საკონსტიტუციო სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით არანაირი შენიშვნა არ გააჩნია, ამიტომ, ჩვენ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ", "datePublished": "2017-09-04 11:20:33", "dateModified": "2017-09-04 11:20:33", "description": "არც ერთი ნიშნით ჩვენს ოპონენტებს არ ეტყობათ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსენსუსის მიღწევა სურთ - ულტიმატუმის თემამ ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https://photo.interpressnews.ge/img/image27/87d79eda2c90b62456245e7f90617893.jpg", "height": 470, "width": 246 } } არც ერთი ნიშნით ჩვენს ოპონენტებს არ ეტყობათ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსენსუსის მიღწევა სურთ - ულტიმატუმის თემამ კონსენსუსის მიღწევის პერსექტივა მოხსნა, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

“რასაკვირველია, კონსენსუსი მნიშვნელოვანია და სიტუაციას ეს უფრო წაადგებოდა, ვიდრე შეუთანხმებლობა, მაგრამ არანაირად, არც ერთი ნიშნით, ჩვენ ოპონენტებს არ ეტყობათ, რომ სურთ კონსენსუსს მივაღწიოთ. მოლაპარაკებას აქვს თავისი წესი - ყველა საკითხი, რომელიც დღის წესრიგშია, მაგიდაზე იდება, მასზე მიდის ყოველმხრივი მსჯელობა. შემდეგ გამოჩნდება, სად არის წითელი ხაზი. თავიდანვე წითელი ხაზების გავლებამ, ულტიმატუმის თემამ კონსენსუსის მიღწევის პერსპექტივა დღის წესრიგიდან მოხსნა“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ გია ვოლსკიმ.

კითხვაზე, გაითვალისწინებს თუ არა უმრავლესობა ვენეციის კომისიის რჩევას, საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოო, მესამე მოსმენით მიღებამდე, კომისიის საბოლოო დასკვნისთვის დალოდების შესახებ, ვოლსკიმ განაცხადა, რომ ვენეციის კომისიას საკონსტიტუციო სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით არანაირი შენიშვნა არ გააჩნია.

“ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ“, - აღნიშნა ვოლსკიმ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 673
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია