დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ცვლილებები, რომელიც ფიზიკურ პირზე, მათ შორის ინდმეწარმეზე გაცემული სესხის უზრუნველყოფის საკითხებს არეგულირებს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა
ავტორი:
2018/ივნისი/12 17:00:01
../photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/iuridiuli.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/498197-cvlilebebi-romelic-fizikur-pirze-math-shoris-indmetsarmeze-gacemuli-seskhis-uzrunvelyofis-sakithkhebs-aregulirebs-iuridiul-sakithkhtha-komitetma-pirveli-mosmenith-ganikhila.html", "headline": "ცვლილებები, რომელიც ფიზიკურ პირზე, მათ შორის ინდმეწარმეზე გაცემული სესხის უზრუნველყოფის საკითხებს არ...", "datePublished": "2018-06-12 12:59:41", "dateModified": "2018-06-12 12:59:41", "description": "“სამოქალაქო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც ფიზიკურ პირზე, მათ შორის ინდმეწარმეზე გაცემული ს...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/iuridiuli.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } “სამოქალაქო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც ფიზიკურ პირზე, მათ შორის ინდმეწარმეზე გაცემული სესხის უზრუნველყოფის საკითხებს არეგულირებს, დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა.

საკანონმდებლო პაკეტი კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ წარმოადგინა.

“საკანონმდებლო პაკეტი ეხება ქვეყანაში ე.წ. პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპების დანერგვას და გაძლიერებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმაა, რომელიც შემოთავაზებულია მთავრობის მხრიდან და ითვალისწინებს გაძლიერებული წესრიგის შექმნას აღნიშნულ სექტორში“, - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ზღვარი, რომელიც დაწესებული იყო 100%-ის ფარგლებში, 50%-მდე მცირდება. მისივე თქმით, არსებობს ლიმიტი ყველა სახის ფინანსურ ხარჯთან დაკავშირებით და ის ჯამურად 150%-ის ფარგლებში განისაზღვრება. წარმოდგენილი კანონპროექტით კი, აღნიშნული ზღვარი 98.55%-მდე მცირდება, რაც ყოველდღიური 0.27%-ია.

გაგუას განცხადებით, ახალი ინიციატივა განსაზღვრავს, რომ ყველა ტიპის ფინანსური ხარჯი არ უნდა აღემატებოდეს ნარჩენი თანხის, 1,5 ოდენობას.

ცვლილებების თანახმად, ფიზიკურ პირზე გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სატრანსპორტო საშუალება ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება, ასევე წყლის, საჰაერო და სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალება. აღნიშნული შეზღუდვა არ გავრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული კომერციული ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების - საკრედიტო კავშირის და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ დადებული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფაზე.

ახალი ნორმით, რეგულირდება ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხიდან გამომდინარე მოთხოვნის გირავნობის საგნიდან დაკმაყოფილების საკითხი. აღნიშნული ნორმის თანახმად, ფიზიკურ პირზე გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ იქნება დადგენილი.

მსგავსი შინაარსის ცვლილებები შედის იპოთეკასთან მიმართებითაც. კერძოდ, ფიზიკურ პირზე გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად არ შეიძლება გამოყენებულ იქნას მისი ან სხვა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი. აღნიშნული შეზღუდვა არ გავრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სუბიექტებზე. ამასთან, გამონაკლისი დგინდება ასევე იმ ფიზიკური პირებისთვის, რომლებიც უძრავ ქონებას გაცემული სესხის სანაცვლოდ უზრუნველყოფის სახით იღებენ საცხოვრებელი მიზნით და იმ იურიდიულ პირებზე, რომლებიც უძრავ ქონებას გაცემული სესხის სანაცვლოდ უზრუნველყოფის სახით იღებენ ადგილსამყოფლად (იურიდიულ მისამართად) გამოყენების მიზნით.

კანონს ემატება სპეციალური ნორმები, რომლებიც დაარეგულირებს ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხიდან გამომდინარე მოთხოვნის იპოთეკის საგნიდან დაკმაყოფილების საკითხს.

“სამოქალაქო კოდექსში“ შედის ცვლილება, რომლის თანახმად, განვადებით ნასყიდობისას გამყიდველის მიერ 100 000 ლარამდე ნივთის ფასის მიღება ფიზიკურ პირისაგან არ უნდა იყოს ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული.

რაც შეეხება ლიზინგს, ცვლილების თანახმად, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი და ლიზინგის მთლიანი საზღაური არ აღემატება 100 000 ლარს, ლიზინგის გამცემის მიერ ფიზიკური პირისაგან საზღაურის მიღება არ უნდა იყოს ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული. ამასთან, ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იქნება განსხვავებული მოთხოვნები დაუდგინოს მისი ზედამხედველობის ქვეშ მყოფ სუბიექტებს.

“ეს ორი ცვლილება ჩვენი დედოლარიზაციის პროგრამის გაგრძელებაა“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 526
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია