დაისვენე კურორტ ახალდაბაში
„პოლიტიკური კოაბიტაცია დასრულდა, რაც უნიკალური იყო ყოფილი საბჭოთა ქვეყნების მასშტაბით“,- საერთაშორისო დამკვირვებლები არჩევნებს აფასებენ 
ავტორი:
2013/ოქტომბერი/29 12:00:05
„დადებითი და გამჭვირვალე არჩევნებით ქართველმა ხალხმა დაადასტურა გასული წლის უნიკალური გამოცდილება ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის - ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა. პოლიტიკური კოაბიტაცია ამით დასრულდა, რაც უნიკალური და განსაკუთრებული იყო ყოფილი საბჭოთა ქვეყნების მასშტაბით. ეს მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში დემოკრატია კიდევ უფრო მწიფდება. საქართველოში არჩევნები მშვიდობიან და კონსტრუქციულ გარემოში ჩატარდა. შეუზღუდავად იყო დაცული გამოხატვის, შეკრების და გადაადგილების ფუნდამენტური თავისუფლება. კანდიდატებს კამპანიაში მონაწილოება შეზღუდვის გარეშე შეეძლოთ. საარჩევნო კამპანია კი განსაკუთრებული დარღვევების გარეშე ჩატარდა და ასევე, აღნიშნული არჩევნების ფარგლებში, მედია იყო ნაკლებად პოლარიზებული და წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სახის შეხედულებები. კენჭისყრის დღეს კი ამომრჩევლებს შეეძლოთ, საკუთარი არჩევანი თავისუფლად დაეფიქსირებინათ. სულ რეგისტრირებული იყო 23 საპრეზიდენტო კანდიდატი. საარჩევნო გარემო განხილული იყო 2012 წლის არჩევნების პრიზმაში და უნდა აღინიშნოს, რომ გარემო იყო აქაც ნაკლებად პოლარიზებული, თუმცა მასზე გარკვეული ზეგავლენა მოახდინა საჩივრებმა, პოლიტიკური ზეწოლის შესახებ. საუბარია ზეწოლაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიმართ ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებებში. დადებითად უნდა შეფასდეს ის ფაქტი, რომ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება მთავარი განსახილველი საკითხი არ გამხდარა. ჩემთვი სასიამოვნო ფაქტი იყო, რომ დავინახე სამოქალაქო საზოგადეობის აქტიური მონაწილოება საარჩევნო პროცესის ყველა ასპექტში“,-განაცხადა დამკვირვებელმა.
წყარო: info9.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1206
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია