დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ლიტვის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
ავტორი:
2013/ოქტომბერი/28 14:00:02
ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე საქართველოს ახალარჩეულ პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. ინფორმაციას ამის შესახებ ლიტვის პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
"გილოცავთ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას. გისურვებთ წარმატებასა და სიძლიერეს, რაც ახლა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. თქვენმა ქვეყანამ დემოკრატიის კიდევ ერთი ტესტი ჩააბარა და ამიტომ გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ მოახლოებულ ვილნიუსის სამიტზე ერთად შევძლებთ საქართველოს ევროპული არჩევანის შეფასებას", - ნათქვამია ლიტვის პრეზიდენტის მილოცვაში.
დალია გრიბაუსკაიტემ გიორგი მარგველაშვილი ნოემბერში გასამართ ვილნიუსის სამიტზე მიიწვია.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1294
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია