დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კახა კალაძე- 12 ივლისს ერთად ვიზეიმებთ დიდ გამარჯვებას
ავტორი:
2014/ივლისი/09 14:30:02
"ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი კახა კალაძე ოზურგეთის მოსახლეობას შეხვდა.
როგორც კახა კალაძემ შეხვედრაზე კახა კალაძემ განაცხადა, არჩევნების მეორე ტური არის საქართველოს კიდევ ერთი ნაბიჯი დემოკრატიული განვითარებისკენ.
"ჩვენ გვახსოვს წლების განმავლობაში საპარლამენტო, საპრეზიდენტო და თვითმმართველობის არჩევნები. მხოლოდ ერთი პარტია წარმოადგენდა ყველაფერის და მხოლოდ ერთი პარტია იყო ყველაფერში გამარჯვებული. დღეს გვაქვს მრავალპარტიულობა, ეს მისასალმებელია და ძალიან კარგი შეფასებები მოყვა უცხოური პარტნიორი ქვეყნებიდან", _ განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, დღეს საარჩევნო კამპანია სრულიად განსხვავებულ რეალობაში მიმდინარეობს.
"არა მარტო კოალიცია "ქართულ ოცნებას", ნებისმიერ სხვა პარტიას ქონდა შესაძლებლობა, თავისუფალ, დემოკრატიულ გარემოში მიეწოდებინა ამომრჩეველისთვის ის პროგრამა, რომელიც მათ გააჩნდათ. მე ვფიქრობ ეს ყველას თითოეული ჩვენთაგანის, როგორც ხელისუფლების, ასევე თითოეული თქვენთაგანის დამსახურებაა ის, რომ არ ხორციელდება ზეწოლა, არ მიმდინარეობს ძალადობა ხმების აღების მიზნით, არ ხორციელდება პედაგოგების, ექიმების დაშანტანჟება და დაშინება თუ რომელიმე პარტიის შეხვედრაზე გახვალთ ან შვილს გავუშვებთ სამსახურიდან ან მეუღლეს დავიჭერთ და ა.შ. ეს ყველაფერი ჩავაბარეთ ჩვენ წარსულს ერთად დგომითა და ერთსულოვნებით. ჩვენ ყველანი გავერთიანდით 2012 წელს ერთი პიროვნების ირგვლივ, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ და დავიწყეთ ბრძოლა იმ კრიმინალური დაჯგუფების წინააღმდეგ, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" წარმოადგენდა. ეს ბრძოლა წარმატებით წარიმართა, 1 ოქტომბერს იყო ძალიან დიდი გამარჯვება, იყო მეორე რაუნდი საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც ჩვენმა კანდიდატმა გამარჯვებას მიაღწია და გვაქვს მესამე ძალიან მნიშვნელოვანი რაუნდი, რადგან ბრძოლა ბოლომდე არ არის მიყვანილი და დარწმუნებული ვარ, ჩვენ 12 ივლისს ერთად ვიზეიმებთ დიდ გამარჯვებას", - განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, ქვეყანაში ძალიან ბევრი პრობლემებია და მთავრობა ამ პრობლლემების მოგვარებას ცდილობს.
"არ ვიქცევით ისე, როგორც წინა ხელისუფლება და გვახსოვს თუ როგორ მოახერხეს თავიანთი ტელევიზიების საშუალებით ვირტუალური საქართველოს შექმნა. ჩვენ, სულ რაღაც წელიწადია და ექვსი თვეა რაც მოვედით ხელისუფლებაში და მინდა გითხრათ, რომ ძალიან რთული იყო გავლილი პერიოდი, რადგან გვიწევდა ე.წ. კოჰაბიტაციურ მდგომარეობაში მუშაობა, ეს ძალიან კარგად მესმის, რომ თქვენთვის ეს მძიმე იყო, მაგრამ გულწრფელად გეტყვით, ასევე რთული იყო ხელისუფლებისთვის, რადგან ყველა წინ გადადგმულ ნაბიჯზე, ყველა განხორციელებულ რეფორმაზე და ყველა წამოწყებაზე გვხვდებოდა ხელის შეშლა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების მხრიდან", - აღნიშნა კახა კალაძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 882
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია