დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიორგი მარგველაშვილი - პირველი თავისუფალი და სრულიად ევროპული სტანდარტების არჩევნები გაიმართება
ავტორი:
2013/ოქტომბერი/26 13:00:03
კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სადამკვირვებლო დელეგაციას შეხვდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მარგველაშვილმა განაცხადა, შეხვედრაზე მან NDI-ის წარმომადგენლებთან წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით ისაუბრა.
"შეხვედრა გვქონდა NDI-ს სადამკვირვებლო მისიასთან. მე კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვი, რომ მადლობა ვუთხარი ჩვენს დასავლელ კოლეგებს ამ აქტიური ჩართულობისთვის და დაკვირვებისთვის წინასაარჩევნოდ. ეს არჩევნები არის სამაგალითო და შესაბამისად, აქტიური საერთაშორისო ჩართულობით მოხდება ამის დადასტურება", - განაცხადა მარგველაშვილმა.
მარგველაშვილის განცხადებით, ეს არჩევნები ჩაივლის უაღრესად პოზიტიურად.
"ეს იქნება პირველი თავისუფალი და სრულიად ევროპული სტანდარტების არჩევნები საქართველოში. უამრავი ადამიანი მუშაობდა ორთვენახევრის განმავლობაში და მთელმა საზოგადოებამ მოახერხა, რომ ჰქონოდა ასეთი მშვიდი წინასაარჩევნო კამპანია. არჩვენებიც, ბუნებრივია, არ არის მხოლოდ არჩევნების დღე. ჩვენ ვხედავთ რეალურად რომ ორთვენახევრის განმავლობაში მოხდა თანამედროვე ტიპის საარჩევნო გარემოს შექმნა და არჩევნების დღეც იქნება ამის გაგრძელება", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1256
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია