დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თბილისის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები უფლებამოსილებას 2 აგვისტომდე შეასრულებენ
ავტორი:
2014/ივლისი/23 18:30:02
თბილისის საქალაქო სტრუქტურების ერთეულების ხელმძღვანელები თავიანთი უფლებამოსილების შესრულებას 2 აგვისტომდე განაგრძობენ.
თბილისის მერიაში დღეს მთავრობის სხდომა გაიმართა, რომელსაც საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები და გამგებლები ესწრებოდნენ. სხდომის დასაწყისი მედიისთვის ღია იყო, რომლის დროსაც მთავრობის სხდომის ხელმძღვანელმა, თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა პაპუნა პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ მერიის ყველა სამსახური ჩვეულებრივი რეჟიმში მუშაობს. ყველა სერვისი თბილისის მოქალაქეებს შეუფერხებლად მიეწოდებათ და არანაირ საბოტაჟს ადგილი არ აქვს. მისივე თქმით, შემდგომი 11 დღის განმავლობაში სანამ მერიაში ახალი მთავრობა მოვა, მუშაობას ასევე ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ.
პაპუნა პეტრიაშვილის ინფორმაციით, თბილისის ახლად არჩეული მერის იურისტები გუშინ იმყოფებოდნენ მერიაში და მერიის იურისტებთან კონსულტაციები ჰქონდათ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ თბილისის მერიის ძველი გუნდი მუშაობას 2 აგვისტომდე გააგრძელებს. მისივე თქმით, 2 აგვისტოს შემდეგ იგი თავად არ აპირებს დარჩეს მერიაში თანამდებობაზე და ასეთი შემოთავაზება არც მიუღია. პეტრიაშვილის აზრით, დედაქალაქის ახალი მერი დავით ნარმანია თბილისის მერიაში ახალი გუნდით მივა და უმჯობესია ასპარეზი მათ დაუთმონ.
როგორც მერიაში განმარტავენ, გუშინ, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის გამოცხადების შემდეგ თბილისის სტრუქტრული ერთეულების ხელმძღვანელებს უფლებამოსილება შეუწყდათ, თუმცა, შეთანხმების თანახმად, თანამდებობებზე, 2 აგვისტომდე დარჩებიან.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1078
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია