დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ბიძინა ივანიშვილი - ჩვენი ქვეყნის აღორძინების ეპოქა იწყება
ავტორი:
2013/ოქტომბერი/26 00:30:03
ფოტო ჩვენი ქვეყნის აღორძინების ეპოქა იწყება, წინ საოცარი წლები გველოდება, - ამ სიტყვებით მიმართა პრემიერ-მინისტრმა "ვარდების მოედანზე", ბერა ივანიშვილის კონცერტზე შეკრებილ მოქალაქეებს. პრემიერის შეფასებით, ქართველმა ერმა ერთი წლის წინ დაიბრუნა სამშობლო, აღიდგინა ღირსება და ქვეყნისადმი დიდი ერთგულება გამოიჩინა.
"ახლა დაგვრჩა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი და ორი დღის შემდეგ ჩვენ გვეყოლება ახალი, ღირსეული პრეზიდენტი - გიორგი მარგველაშვილი. ძალიან მაგარი კაცია, ძალიან საყვარელი პრეზიდენტი გეყოლებათ. გიორგი იქნება ჭეშმარიტად თქვენი პრეზიდენტი. ის დღევანდელობასაც ესადაგება და ხვალინდელ დღესაც. ბედნიერ ქვეყანას ააშენებთ მასთან ერთად. ჩვენი ქვეყნის აღორძინების ეპოქა იწყება, წინ საოცარი წლები გველოდება. თქვენ იქნებით ჩვენი ქვეყნის აღორძინების მომსწრე და მონაწილე, ბედნიერი მომავალი გველოდება", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
კონცერტზე შეკრებილებს სცენიდან მიმართა "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატმაც. გიორგი მარგველაშვილი საზოგადოებას დაჰპირდა, რომ ქვეყანაში გაგრძელდება ისეთივე სიხარული, როგორიც ბერას კონცერტმა დღეს "ვარდების მოედანზე" შეკრებილებს მოუტანა. "ამის გარანტად კი, მინდა გითხრათ - პრეზიდენტად გასული, მე ვიქნები, თავიდან ფეხებამდე ქართული", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1229
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია