დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი სესიაშვილი - თავდაცვით ნაგებობებზე დახარჯული თანხის მიზნობრიობას პარლამენტი შეისწავლის
ავტორი:
2013/ოქტომბერი/24 12:30:03
საქართველოს პარლამენტი წინა ხელისუფლების მიერ თავდაცვითი საფორთიფიკაციო ნაგებობებისა და თხრილების მშენებლობაზე დახარჯული თანხების მიზნობრიობას შეისწავლის.
ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა.
მისივე განმარტებით, პარლამენტი აღნიშნულ საკითხზე "ნდობის ჯგუფის" ფარგლებში იმუშავებს.
"მნიშვნელოვანი საკითხია ფინანსები - რა დაუჯდა სახელმწიფოს თხრილების გაკეთება. მე მქონდა საუბარი შესაბამის უწყებებთან და ეს საკითხი ცალკე შესწავლას ითხოვს. პირველივე შესაძლებლობის ფარგლებში გამოვითხოვ დოკუმენტებს და გავაანალიზებთ, რამდენად რაციონალურად მოხდა თანხების გახარჯვა", - განაცხადა სესიაშვილმა.
ამასთან, დეპუტატის შეფასებით, იმ სახელმწიფომ, რომელსაც შეზღუდული რესურსები და მაღალი საფრთხეები აქვს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავდაცვის უზრუნველსაყოფად სწორად გამოიყენოს არსებული ფინანსური რესურსები.
"ამიტომ, როცა საუბარია თბილისის გამაგრებაზე, ეს შეიძლება მნიშვნეოლვანი იყოს, მაგრამ თბილისი არაა მხოლოდ საქართველო. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია საკითხის უფრო სიღრმისეულად შესწავლა - მისი მიზნობრიობის, ეფექტურობის და თანხების ხარჯვის რაციონალობის დადგენა. ყველაფერს აქვს თავისი ფასი და თუ ჩვენ ასობით მილიონი დავხარჯეთ ისეთ საკითხებზე, რომლის ეფექტიანობა ძალიან დაბალია, ეს დამატებით კითხვებს აჩენს", - განმარტა დეპუტატმა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1165
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია