დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
24 ოქტომბერს მსოფლიო გაეროს დღეს აღნიშნავს
ავტორი:
2013/ოქტომბერი/24 09:30:02
24 ოქტომბერს საქართველო, მსოფლიო თანამეგობრობასთან ერთად, გაეროს დღეს აღნიშნავს. როგორც "ინტერპრესნიუსს" კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელიდან (CENN) აცნობეს, ეს დღე 1945 წელს გაეროს ქარტიის ხელმოწერის დღეა და გაეროს დაფუძნების დღე 1948 წლიდან ოფიციალურად აღინიშნება.
"გაეროს დღე არის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ გავიაზროთ, რაოდენ დიდი წვლილი შეაქვს ამ ფასდაუდებელ ორგანიზაციას მშვიდობასა და საერთო პროგრესში.
დღეს სწორედ ის დროა, როდესაც უნდა დავფიქრდეთ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისათვის, რომ ხორცი შევასხათ უკეთესი მომავლის ჩვენებურ ხედვას", – განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან გი მუნმა გაეროს დღესთან დაკავშირებით გაკეთებულ მიმართვაში.
ამასთან, ბან გი მუნის განცხადებით, სირიაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები უსაფრთხოების სფეროში უდიდესი გამოწვევაა. "მილიონობით ადამიანის სიცოცხლე დამოკიდებულია გაეროს ჰუმანიტარულ დახმარებაზე. გაეროს ექსპერტები ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციასთან ერთად, რომელიც ნობელის პრემიის ლაურეატია, აქტიურად მუშაობენ სირიაში არსებული იარაღის მარაგის განადგურების საკითხზე. ჩვენ ვცდილობთ საკითხის დიპლომატიური გზით გადაწყვეტას, რათა ბოლო მოეღოს ადამიანების ტანჯვას, რომელიც უკვე დიდი ხანია გრძელდება", - აღნიშნა მან.
გაეროს გენერალური მდივნის განცხადებით, ათასწლეულის განვითარების მიზნების წყალობით სიღარიბე მართლაც განახევრდა. "ახლა ჩვეული ტემპით უნდა განვაგრძოთ მუშაობა, ასეთივე შთამაგონებელი განვითარების გეგმა მოვამზადოთ 2015 წლისათვის და მივაღწიოთ შეთანხმებას კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით. ამ წელს კიდევ ერთხელ დავინახეთ რაოდენ დიდი ძალისხმევა გასწია გაერომ შეიარაღებული კონფლიქტის, ადამიანის უფლებების, გარემოსა და სხვა მრავალი მიმართულებით. ჩვენ ვცდილობთ ყველას ვუჩვენოთ ერთობლივი მოქმედების ძალა. ჩვენ კიდევ მეტი შეგვიძლია. ურთიერთდაკავშირებულ სამყაროში ჩვენც მეტად უნდა გავერთიანდეთ. გაეროს დღეს მოდით საზეიმოდ დავდოთ პირობა, ვიცხოვროთ ჩვენი იდეალების შესაბამისად და ერთად ვიმუშაოთ მშვიდობის, განვითარების და ადამიანის უფლებების დაცვისათვის", - აღნიშნა გაეროს გენერალურმა მდივანმა.
CENN-ის ცნობით, საქართველოში დაგეგმილია რიგი ღონისძიებები, რომელთა მიზანია საზოგადოების ყურადღების მიპყრობა გაეროს საქმიანობის ზოგიერთ ძირითად ასპექტზე.
ორგანიზაციის ინფორმაციით, გაიმართება შეხვედრები და დისკუსიები უნარშეზღუდულ პირთა უფლებებისა და ეროვნულ უმცირესობათა საკითხებზე; საინფორმაციო სესიები და კონფერენციები სტუდენტებისა და მოსწავლეებისათვის; გაეროს მოდელირების სესიები მშვიდობისა და განვითარების საკითხებზე სტუდენტებისათვის. ასევე იგეგმება გაეროს გლობალური კვლევის - MY World/ჩემი სამყარო საქართველოში ჩატარებული გამოკითხვის პირველადი შედეგების განხილვა საქართველოს მთავრობის, აკადემიური წრეების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და სტუდენტების მონაწილეობით.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1037
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია