დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კონსტანტინე შარაშენიძე ირწმუნება, რომ არჩევნებში თავად გაიმარჯვა
ავტორი:
2017/ნოემბერი/13 02:00:01
../photo/2015_02/0-00-1AAANOEM/sharashenidzekote4-2.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/462578-konstantine-sharashenidze-irtsmuneba-rom-archevnebshi-thavad-gaimarjva.html", "headline": "კონსტანტინე შარაშენიძე ირწმუნება, რომ არჩევნებში თავად გაიმარჯვა", "datePublished": "2017-11-12 21:53:36", "dateModified": "2017-11-12 21:53:36", "description": "ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე ირწმუნება, რომ ოზურგეთში ადგილობრივ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAANOEM/sharashenidzekote4-2.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე ირწმუნება, რომ ოზურგეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ის მხარდამჭერებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

შარაშენიძე ამ წუთებში საოლქო-საარჩევნო კომისიასთან იმყოფება და კომისიის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვს, რათა თავმჯდომარემ მას შედეგები წარუდგინოს. მერობის კანდიდატი საარჩევნო კომისიასთან ჟურნალისტებთან და იურისტთან ერთად მივიდა.

საარჩევნო კომისიასთან სამართალდამცველები და მხარდამჭერები არიან შეკრებილნი. კონსტანტინე შარაშენიძე საოლქო-საარჩევნო კომისიაში შესვლას ითხოვს.

თუმცა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ გვერდზე ატვირთული მონაცემების მიხედვით, ოზურგეთის საარჩევნო ოლქში არსებული 62 უბნიდან დათვლილია 61-ის მონაცემები. აღნიშნული მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ბეგლარ სიორიძემ 16 947 ამომრჩევლის ხმა მიიღო, დამოუკიდებელმა კანდიდატმა კონსტანტინე შარაშენიძემ კი - 16 912. დასათვლელი რჩება #59-ე უბანი, სადაც „ქართული ოცნება“ განმეორებითი კენჭისყრის ჩატარებას ითხოვს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 616
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია