დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რომან გოცირიძე - როდესაც პრეზიდენტი ბრიუსელიდან საუბრობს, რომ კვირიკაშვილი უცებ გაქრა ქართული პოლიტიკური ველიდან, ეს ნიშნავს, რომ კითხვები დასვეს დასავლელმა პარტნიორებმა
ავტორი:
2018/ივლისი/12 19:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/gociridze_bbb19.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/503176-roman-gociridze-rodesac-prezidenti-briuselidan-saubrobs-rom-kvirikashvili-uceb-gaqra-qarthuli-politikuri-velidan-es-nishnavs-rom-kithkhvebi-dasves-dasavlelma-partniorebma.html", "headline": " რომან გოცირიძე - როდესაც პრეზიდენტი ბრიუსელიდან საუბრობს, რომ კვირიკაშვილი უცებ გაქრა ქართული პოლიტ...", "datePublished": "2018-07-12 15:45:21", "dateModified": "2018-07-12 15:45:21", "description": "არ არის გამორიცხული, რომ მარგველაშვილმა კვირიკაშვილის თემის წამოწევით რაღაც პოლიტიკური მიზნების გამო...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/gociridze_bbb19.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } არ არის გამორიცხული, რომ მარგველაშვილმა კვირიკაშვილის თემის წამოწევით რაღაც პოლიტიკური მიზნების გამოყენება დაიწყო ბრიუსელიდან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ქართული პოლიტიკიდან კვირიკაშვილის გაქრობის გამო დასავლელი პარტნიორების მხრიდან კითხვები არსებობს. რომან გოცირიძის შეფასებით, კითხვებს ამძაფრებს ის გარემოებაც, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ– მინისტრი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მაღალი ნდობით სარგებლობდა, მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა მნიშვნელოვან საერთაშორისო პოლიტიკურ პროცესში და კარგი ურთიერთობა ჰქონდა დამყარებული ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ახალ ადმინისტრაციასთან.

„როდესაც პრეზიდენტი მარგველაშვილი ბრიუსელიდან ხმამაღლა საუბრობს, რომ კვირიკაშვილი ასე უცებ გაქრა ქართული პოლიტიკური ველიდან და ფაქტობრივად, პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს მასზე და მის პოლიტიკურ გუნდზე, ეს ნიშნავს, რომ კითხვები დასვეს დასავლელმა პარტნიორებმა. არც ის არის გამორიცხული, რომ მარგველაშვილმა კვირიკაშვილის თემის წამოწევით რაღაც პოლიტიკური მიზნების გამოყენება დაიწყო ბრიუსელიდან. ეს მე არ ვიცი. თუმცა, ფაქტია, ადმიანი, რომელსაც მესიად ხატავდა ბიძინა ივანიშვილი, დღეს მისი დაუძინებელი მტერი გახდა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 491
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია