დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თბილისის სააპელაციო სასამართლო ვანო მერაბიშვილის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე განცხადებას ავრცელებს
ავტორი:
2014/აგვისტო/11 18:00:02
თბილისის სააპელაციო სასამართლო ვანო მერაბიშვილის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ სააპელაციო სასამართლომ გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაუდო ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ 2011 წლის 26 მაისს მერაბიშვილმა, მიტინგების გაგრძელების თავიდან აცილების მიზნით, გასცა უკანონო ბრძანება მშვიდობიანი მომიტინგეების ალყაში მოქცევისა და მათი მასობრივი დაკავების შესახებ.
"დღეს ე.წ. "26 მაისის" საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ივანე მერაბიშვილის მიმართ უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც ივანე მერაბიშვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 6 თვის ვადით. მასვე ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება 1 წლის, 1 თვისა და 15 დღის ვადით. სააპელაციო სასამართლომ გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაუდო ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები - დაზარალებული მომიტინგეების ჩვენებები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშები, მათი წარმომადგენლების შეფასებები და 26 მაისის მოვლენების ამსახველი ვიდეომასალა, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ 2011 წლის 26 მაისს ივანე მერაბიშვილმა, მიტინგების გაგრძელების თავიდან აცილების მიზნით, გასცა უკანონო ბრძანება მშვიდობიანი მომიტინგეების ალყაში მოქცევისა და მათი მასობრივი დაკავების შესახებ. მინისტრის ბრძანების შესაბამისად, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა ალყაში მოქცეული მომიტინგეების მიმართ გამოიყენეს ინტენსიური ძალადობა, რის შედეგადაც მშვიდობიანმა მოქალაქეებმა მიიღეს ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები, ხოლო რამდენიმე მათგანი გარდაიცვალა", - ნათქვამია განცხადებაში.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 992
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია