დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გია ხუხაშვილი - ბახტაძის ხედვები ჩემთვის მისაღებია, მაგრამ წულუკიანი, შეიძლება, შიდაპოლიტიკური პროცესის არასტაბილურობის ფაქტორი გახდეს
ავტორი:
2018/ივლისი/12 12:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAIANV/xuxashvili.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/503065-gia-khukhashvili-bakhtadzis-khedvebi-chemthvis-misaghebia-magram-tsulukiani-sheidzleba-shidapolitikuri-procesis-arastabilurobis-faqtori-gakhdes.html", "headline": "გია ხუხაშვილი - ბახტაძის ხედვები ჩემთვის მისაღებია, მაგრამ წულუკიანი, შეიძლება, შიდაპოლიტიკური პროცე...", "datePublished": "2018-07-12 07:50:51", "dateModified": "2018-07-12 07:50:51", "description": "ბახტაძის ხედვები ეკონომიკის მიმართულებით ჩემთვის მისაღებია, მაგრამ წულუკიანი, შეიძლება, მომავალი შიდ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAIANV/xuxashvili.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ბახტაძის ხედვები ეკონომიკის მიმართულებით ჩემთვის მისაღებია, მაგრამ წულუკიანი, შეიძლება, მომავალი შიდაპოლიტიკური პროცესის არასტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი გახდეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა სამთავრობო ცვლილებების შეფასებისას განუცხადა.

ხუხაშვილის თქმით, თუ პოლიტიკას აქვს ორი ინსტრუმენტი - პური და სანახაობა - და პურს მოსახლეობას სწრაფად ვერ აძლევ, სანახაობა შესაძლებელი იყო მართლმსაჯულების სისტემაში სწრაფი რეფორმებით, რაზეც ხელისუფლებამ უარი თქვა.

„ბახტაძის ხედვები ეკონომიკასთან მიმართებაში, ბიზნესთან დამოკიდებულება ჩემთვის მთლიანობაში მისაღები იყო. ამ კუთხით აარჩია ადამიანები მინისტრთა კაბინეტში, მე ამ ხალხის შესახებ არაფერი ვიცი, ამიტომ წინასწარ ვერც ზედმეტად სკეპტიკური ვიქნები და ვერც - ზედმეტად ოპტიმისტი. თუმცა, თუ ეს ადამიანები მოყვანილი არიან მთავრობაში იმისათვის, რომ ბახტაძის ხედვები განახორციელონ, ეს მხოლოდ მისასალმებელი იქნება ჩემთვის. დანარჩენი მოქმედებაში უნდა შევაფასოთ“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, საქმე იმაშია, რომ ეკონომიკაში და სოციალურ სფეროში სწრაფად შედეგები ვერ მიიღება.

„სხვადასხვა პოლიტიკური რისკებიდან გამომდინარე, ასეთ დროს ხელისუფლებას სწრაფი შედეგები სჭირდება რაღაც სხვა მიმართულებით და აქ ჩნდება უკვე პრობლემა, რომელიც თეა წულუკიანის ფიგურას უკავშირდება. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ თეა წულუკიანის დემონიზება მოვახდინო, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მართლმსაჯულების სისტემის მიმართ ქვეყანაში ჩამოყალიბდა ძალიან დაბალი ნდობა და ეს დაბალი ნდობა უკავშირდება კონკრეტულად იუსტიციის მინისტრის ფაქტორს, ხელისუფლებას ზუსტად ამ მიმართულებით შეეძლო სწრაფი შედეგების მიღება იმისთვის, რომ ეკონომიკაში სოლიდური, კარგად გათვლილი ნაბიჯების გადადგმის კომფორტი ჰქონოდა. მაგრამ ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი არ გადადგა - არ თუ ვერ გაუშვა წულუკიანი სახლში და ეს სერიოზული რისკის შემცველია სამომავლოდ თვითონ ხელისუფლებისთვის. თუ პოლიტიკას აქვს ორი ინსტრუმენტი - პური და სანახაობა - და პურს შენ სწრაფად ვერ აძლევ ხალხს, სანახაობა შესაძლებელი იყო მართლმსაჯულების სისტემაში სწრაფი რეფორმის დაწყებით, მაგრამ ეს პრობლემა რჩება. შესაბამისად, წულუკიანი მომავალი შიდაპოლიტიკური პროცესის არასტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი შეიძლება გახდეს“, - განაცხადა ხუხაშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 500
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია