დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დიმიტრი ხუნდაძემ ამომრჩევლებს მუშაობის 6-წლიანი ანგარიში წარუდგინა
ავტორი:
2018/ივლისი/11 12:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAAIVL/xundadze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/502842-dimitri-khundadzem-amomrchevlebs-mushaobis-6-tsliani-angarishi-tsarudgina.html", "headline": "დიმიტრი ხუნდაძემ ამომრჩევლებს მუშაობის 6-წლიანი ანგარიში წარუდგინა", "datePublished": "2018-07-11 08:01:37", "dateModified": "2018-07-11 08:01:37", "description": "საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ამომრჩევლე...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAAIVL/xundadze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ამომრჩევლებს მუშაობის 6-წლიანი ანგარიში წარუდგინა.

პარლამენტის ინფორმაციით, დეპუტატმა ისაუბრა, როგორც ქვეყნის ძირითად მიღწევებზე, წარმატებებზე, გამოწვევებსა და გეგმებზე, ისე ქალაქ მცხეთასა და მცხეთის მუნიციპალიტეტში განხორციელებულ პროექტებზე. ხუნდაძის თქმით, 6 წლის მანძილზე ქალაქ მცხეთასა და მცხეთის რაიონში მხოლოდ საბიუჯეტო პროექტებით 815 სამუშაო ადგილი შეიქმნა.

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მცხეთა - მთიანეთის მხარეში დაფინანსდა 37 911 შემთხვევა და დაიხარჯა 19 128 004 ლარი; პირველადი ჯანდაცვის ფარგლებში, 2014 წლის განმავლობაში აშენდა 82 სოფლის ამბულატორია; 2014-2015 წლებში განხორციელდა საქართველოს რიგ მაღალმთიან რაიონებში მოქმედი 9 სამედიცინო ცენტრის გამოსყიდვა“, - აღნიშნა დეპუტატმა.

რაც შეეხება სოფლის ექიმებს, დიმიტრი ხუნდაძის ინფორმაციით, სოფლის ექიმების ნაკლებობა და სოფლის ექიმის ინსტიტუტის გაფართოება-გაძლიერება ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. დეპუტატმა ნარკომანიის პრობლემაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში 49 000 ინექციური ნარკომანი ფიქსირდება, რაც დიდი პრობლემაა. ამ მიმართულებით ხუნდაძემ დაასახელა შემდეგი პრობლემები: ბოლო პერიოდში დაიწია ნარკომომხმარებელთა ასაკმა; ნარკოტიკული საშუალებების მიღების მიზნით 3-ჯერ გაიზარდა საქართველო-თურქეთის საზღვრის გადაკვეთის ფაქტები; გაიზარდა „კლუბური ნარკოტიკების“ მოხმარება. დეპუტატის თქმით, საჭიროა ნარკოვითარების უწყვეტი ზედამხედველობა, მძლავრი ანტინარკოტიკული პროპაგანდა და დაუნდობელი ბრძოლა ნარკოტიკების გამსაღებლების წინააღმდეგ, ადეკვატური ნარკოპოლოტიკის შემუშავება, რომელიც ნარკომომხმარებელთა რაოდენობას კი არ გაზრდის, პირიქით შეამცირებს.

დიმიტრი ხუნდაძემ ტურიზმზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 2018 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს 5,392,303 ტურისტი ეწვია. 2018 წელს ტურიზმიდან შემოსული თანხა 3 მილიარდი ლარი იქნება. დეპუტატმა ამ მხრივ არსებულ პრობლემაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქალაქ მცხეთასა და მცხეთის რაიონში პრობლემად რჩება მორატორიუმი, რომელიც ქალაქ მცხეთაში უკვე სამი წელია მოქმედებს. მისივე თქმით, სასწრაფოდ შესამუშავებელია გენგეგმა, რომელიც გარკვეული მიზეზების გამო დღემდე ვერ მოხერხდა.

რაც შეეხება რეგიონალურ და ინფრასტრუქტურული განვითარებას, დიმიტრი ხუნდაძის ანგარიშით, 2012 წლიდან დღემდე ქვეყანაში 3 მილიარდ 140 ათასი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. დეპუტატის თქმით, დასაქმება ქვეყანაში ერთ-ერთ გამოწვევად რჩება და ოჯახები იძულებულები არიან, სამუშაოდ უცხოეთში წავიდნენ.

მან ყურადღება განათლებაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ 2012 წელთან შედარებით 41%- ით გაიზარდა უმაღლესი განათლების დაფინანსება; 82 %-ით გაიზარდა მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევის დაფინანსება და 83 %-ით გაიზარდა პროფესიული განათლების დაფინანსება.

დეპუტატმა დემოგრაფიული პოლიტიკაზეც ისაუბრა დააღნიშნა, რომ კომიტეტის ინიციატივით მიღებულია საქართველოს დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფცია; განისაზღვრა მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი; საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხზე შეიქმნა სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფცია. დიმიტრი ხუნდაძემ გაეროს მოსახლეობის ფონდის საგანგაშო პროგნოზზეც საუბრობს, რომლის მიხედვითაც, 2050 წლისთვის - საქართველოს დემოგრაფიული კატასტროფა ემუქრება.

მცხეთის კულტურის სახლში დეპუტატის ანგარიშს, როგორც ქალაქ მცხეთის, ისე მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლის მაცხოვრებლები დაესწრნენ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 489
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია