დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველომ ცხადყო, რომ გერმანიის, ევროკავშირისა და ნატო-ს სანდო და დემოკრატიული პარტნიორია
ავტორი:
2014/ივნისი/02 14:00:02
ცოტა ხანში მომეცემა საშუალება, ჩემი მადლიერება გადავცე გერმანიის კანცლერს და მასთან ერთად განვიხილო თანამშრომლობის გზები , რათა კიდევ უფრო განვამტკიცოთ ურთიერთობები ერთი მხრივ, ჩვენს ქვეყნებს და, მეორე მხრივ, საქართველოსა და ევროკავშირსა და ნატო-ს შორის, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კონრად ადენაუერის ფონდის მიერ გამართულ კონფერენციაზე.
საქართველოს მთავრობის მეთაური საზოგადოების წინაშე სიტყვით წარსდგა. მან მადლობა გადაუხადა კონრად ადენაუერის ფონდს ინიციატივისთვის და კონფერენციის მონაწილეებს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებსა და მიღწეულ შედეგებზე მიაწოდა ინფორმაცია.
მისი განცხადებით, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის, ამოქმედდა ადამიანის უფლებათა ახალი ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, ცვლილებები განხორციელდა საგანანმანათლებლო სფეროში, ჯანდაცვაში, მიღწეულია წინსვლა თავისუფალი და ღია ეკონომიკური გარემოს უზრუნველყოფის კუთხით.
"ამ რეფორმების პროცესის წყალობით საქართველომ ცხადყო, რომ ის არის გერმანიის, ევროკავშირისა და ნატო-ს სტაბილური, სანდო და დემოკრატიული პარტნიორი. ჩვენი მიზანია, გავხდეთ კონსტრუქციული მხარე რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ასევე აქტიურად შევიტანოთ წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
გამოსვლის დასასრულს, პრემიერ-მინისტრმა კითხვით მიმართა კონფერენციის მონაწილეებს.
"კითხვა მდგომარეობს შემდეგში: რამდენად სწრაფად და რამდენად შორს შეგვიძლია წინსვლა? გასულ კვირას ევროკავშირის მოქალაქეებმა საარჩევნო უბნებზე დააფიქსირეს თავისი მოსაზრება ევროპის მომავალთან დაკავშირებით. ვიმედოვნებ, რომ ერთ დღეს საქართველოს მოქალაქეებიც მიიღებენ მონაწილეობას ამ უდიდეს დემოკრატიულ პრაქტიკაში," - დასძინა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა კონფერენციის მონაწილეთა შეკითხვებსაც უპასუხა.
კონფერენციაში "საქართველოს ევროპული გზა" დიპლომატები, ექსპერტები, პოლიტოლოგები და ქართველი სტუდენტები მონაწილეობდნენ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 914
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია