დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მიხეილ სააკაშვილი - მთავარია, ვერავინ შეძლოს ხელის აწევა მშვიდობასა და განვითარებაზე
ავტორი:
2013/ოქტომბერი/23 13:00:04
პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის მოსახლეობას შეხვდა. პრეზიდენტთან ერთად დღეს ალგეთში ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით კირკიტაძე და მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი "ნაციონალური მოძრაობიდან" აზერ სულეიმანოვი იმყოფებოდნენ.
მიხეილ სააკაშვილმა მარნეულის მოსახლეობას წლების განმავლობაში არჩევნებზე გამოჩენილი ერთგულებისათვის მადლობა გადაუხადა და მოუწოდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე სწორი არჩევანი გააკეთონ.
პრეზიდენტმა მარნეულში მცხოვრებ მოსახლეობას მოუწოდა, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. პრეზიდენტის თქმით, მათ არავის არ უნდა მისცენ საკუთარი მომავლის ცუდი მიმართულებით შეცვლის შესაძლებობა და სწორედ ამიტომ საპრეზიდენტო არჩევნების ბედი სწორედ მათ აქტივობაზეა დამოკიდებული.
პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობაში ყოფნის პერიოდში არსებულ მიღწევებზეც ისაუბრა.
"ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ საქართველოში სამოქალაქო მშვიდობა ყოფილიყო. ვერავინ ვერ გეტყვით თქვენ, რომ არ ხართ სრულფასოვანი წევრი საზოგადოებისა. როდესაც პრეზიდენტი გავხდი, მე ვთქვი, რომ ვარ საქართველოს პრეზიდენტი, ვარ ყველა ქართველის და ნებისმიერი ეთნიკური წარმოშობის აზერბაიჯანელის პრეზიდენტი. მე ვამაყობ იმით, რომ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა საქართველოში ახალგაზრდები იღებდნენ კარგ განათლებას;  გავაკეთეთ ყველაფერი, რომ გზებზე თქვენ აღარ გაჩერებენ და აღარ გამცირებენ, ქრთამს აღარ გართმევენ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა მარნეულში მოსახლეობასთან შეხვედრისას.
პრეზიდენტის თქმით, მთავარია ვერავინ შეძლოს ხელის აწევა ყველაზე მთავარ მონაპოვარზე - მშვიდობაზე და განვითარებაზე. პრეზიდენტის თქმით, ის ამაყია, რომ არასდროს არ ყოფილა ისეთი კარგი ურთიერთობა საქართველო-აზერბაიჯანს შორის,  როგორსაც მან მიაღწია აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად და მიუხედავად ინტრიგებისა, ვერავინ ვერ შეძლებს ორი ქვეყნის ურთიერთობის გაფუჭებას.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1163
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია