დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პრემიერის პრესსამსახური უარყოფს ინფორმაციას, თითქოს გუბერნატორებად პოლიციის უფროსები დაინიშნებიან
ავტორი:
2013/ნოემბერი/20 23:30:03
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ქვეყნის მასშტაბით მხარეების გუბერნატორებად პოლიციის უფროსები დაინიშნებიან, სიცრუეს უწოდებს.
როგორც პრესსამსახურში აცხადებენ, ამის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტგამოცემა "გურიის მოამბემ" პრესსამსახურის არაოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით გაავრცელა, თუმცა, პრესსამსახურის არც ერთ თანამშრომელს ბოლო პერიოდის განმავლობაში არ ჰქონია არც პირადი და არც სატელეფონო საუბარი აღნიშნული გამოცემის წარმომადგენლებთან.
"გვინდა გამოვეხმაუროთ ინტერნეტგამოცემა "გურიის მოამბის" მიერ ა\წ 20 ნოემბერს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით მხარეების გუბერნატორებად სამხარეო პოლიციის უფროსები დაინიშნებიან. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ამის შესახებ "გურიის მოამბეს" საქართველოს მთავრობის პრესსამსახურიდან არაოფიციალურად აცნობეს. ჩვენ დავუკავშირდით გამოცემის დამფუძნებელ ლადო მენაბდეს და ვთხოვეთ განმარტება, თუ რომელ წყაროს დაეყრდნო და ვინ მიაწოდა მათ აღნიშნული ცნობა, თუმცა, სამწუხაროდ ვერანაირი განმარტება ვერ მივიღეთ. დაბეჯითებით ვაცხადებთ, რომ პრესსამსახურის არც ერთ თანამშრომელს ბოლო პერიოდის განმავლობაში არ ჰქონია არც პირადი და არც სატელეფონო საუბარი "გურიის მოამბის" წარმომადგენლებთან. აქედან გამომდინარე, გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე და ემსახურება საზოგადოების დეზინფორმირებას", - ნათქვამია განცხადებაში.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1180
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია